10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მფარველი წმიდანის დღესთან დაკავშირებით, სიონის
საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის
შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და
სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.