fbpx

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი კი არა, თოვლის პაპაა თქვე ახვრებო, თოვლის პაპა!!!

ანალიტიკოსი და “იქნიუსის” დამფუძვნებელი მირიან ყარაულაშვილი ოპოზიციაში გადაბარგებულ უმადურ ე.წ”პოლიტიკოსებს” მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი კი არა, თოვლის პაპაა, თოვლის პაპა:

  • ერთ დღეს სასწაულებრივ გამოგეცხადათ, წლების განმავლობაში ჩირგვებში ჩამძვრალ-ჩასვრილები სათითაოდ გამოგიყვანათ სამზეოზე, გაგასუფთავათ, ჩაგაცვათ, ნაძვის ხესთან ფერხულში ჩაგაბათ, უმეტეს თქვენგანს თქვენი თვითშეფასების ამაღლებისთვის დაუმსახურებლად გაგეთამაშათ კიდევაც იმ ფერხულში, თავის ჯადოსნურ ხურჯინს პირი მოხსნა, “კანფეტები” და “კაკები” დაგირიგათ გულუხვად, საახალწლო სიმღერებიც გამღერათ და კიდევ ერთხელ დაგაჯილდოვათ სხვადასხვა სახასიათო კოსტიუმებით , კიდევ ერთხელ გაცეკვათ და გამღერათ, ამოასუფთავა თავისი ჯადოსნური ხურჯინი თქვენთვის დაგროვილი საჩუქრებისაგან, დაგლოცათ , დაგემშვიდობათ და კეთილი ღიმილიც გაგაყოლათ და გაუდგა თავის გზას …

… ხოდა, თქვენ კიდევ – ოლიგარქიო!!!

ოლიგარქი კი არა, თოვლის პაპაა თქვე ახვრებო, თოვლის პაპა!!!

წერს მირიან ყარაულაშვილი.


გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება