fbpx

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

ლიანა ისაკაძე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე, უდიდესია მისი წვლილი მუსიკალური ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის საქმეში. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.

საქართველოს სახალხო არტისტს სხვა უმნიშვნელოვანეს ჯილდოებთან ერთად მიღებული აქვს ღირსების ორდენი, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება