fbpx

ბექაურის უწყებამ “მთავარი არხის” წინააღმდეგ “ოცნების” საჩივარი დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხს” “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე სანქცია დააკისრა. გამომდინარე იქედან, რომ ეს იყო პირველი დარღვევა არხი მხოლოდ წერილობით გააფრთხილეს.

სანქციის მიზეზად არჩევნების მეორე ტურის წინ უფასო საარჩევნო რგოლების განთავსებაზე ტელეკომპანიამ უარი თქვა.

“მთავარი არხის” იურისტი აცხადებს, რომ კანონმდებლობა არ დაურღვევიათ. მისი თქმით, კანონმდებლობა მაუწყებლებისგან მოითხოვს დისკრიმინაციულად არ დაუთმოს პოლიტიკურ პარტიებს სარეკლამო დრო. მისი თქმით, ეს დილემა არ არსებობდა, რადგან არხს საერთოდ არ გამოუყვია უფასო სარეკლამო დრო პოლიტიკური პარტიებისთვის.

” სიჩუმე ავირჩიეთ პროტესტის ფორმად და ვფიქრობთ, რომ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში”, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ კანონდარღვევა სახეზეა და სადაო არაფერია.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია