fbpx

ბეტონის ფილა, რომელზეც ,,უცნობმა,, აეროზოლის მისხმის საშუალებით “ბრძნული” წარწერა დატოვა, უბრალო კედლის ნანგრევი არ გახლავთ-მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი

არ ვეხები არანაირად დღეს რიყეზე გამართულ შეკრებას – არ მინდა ვინმეს ნიშანი მოვუგო რაიმეზე.

…მაგრამ, ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა:

– ის ბეტონის ფილა, რომელზედაც შეხვედრის ( არ ვიტყვი არც მიტინგს და არც აქციას-როგორც გაგვაფრთხილეს!) ორგანიზატორმა აეროზოლის მისხმის საშუალებით “ბრძნული” წარწერა დატოვა, უბრალო ბეტონის ფილა ან უბრალო კედლის ნანგრევი არ გახლავთ!

– ეს ფილა გახლავთ ცნობილი ბერლინის კედელის რეალური ფრაგმენტი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის ოფიციალური დადგენილებით გერმანიის გაერთიანებისა და შესაბამისად, ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავის აღსანიშნავად და საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს მიერ ამ პროცესში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილის აღსანიშნავად გადასცეს საქართველოს პრემიერმინისტრს კვირიკაშვილს და მისი წარმომადგენლობით, ქართველ ხალხს!!! კვირიკაშვილმა კი თავის მხრივ ეს სიმბოლური ჯილდო გადასცა საქართველოს დედაქალაქს !

აი, ეს “ნანგრევი” დგას ევროპის მოედანზე, რიყეზე როგორც გერმანიის ხალხის სახელით გადმოცემული საჩუქარი საქართველოს და მის ხალხს , ბერლინის კედლის დანგრევის დროს მასზე გაკეთებული სხვადასხვა გრაფიტითა და წარწერით!

და აი, ასე ვუფრთხილდებით და ვიცავთ სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ოფიციალურ საჩუქარს !!!

ძალიან ნათლად მაქვს წარმოდგენილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქართველოს საელჩოს და პირადად ელჩის რეაქცია ამის დანახვის დროს ! არ გამოვრიცხავ მათი მხრიდან მომავალში გამოხატულ ოფიციალურ უკმაყოფილებასაც…

გინდ გრიბოედოვის ოფიციალურ ძეგლზე დაგიწერიათ აეროზოლით ” პოზნერ ხუილო” და გინდ გერმანიის სახელმწიფოს მიერ ამ ქვეყნისთვის საკრალური დღის აღსანიშნავად საქართველოსთვის ოფიციალურად გადმოცემულ ოფიციალურ ძეგლზე დაგიწერიათ ნებისმიერი ტექსტი აეროზოლით (შეგნებულად არ ვციტირებ მიჯღაბნილ ტექსტს!!!) – რა განსხვავებაა ?!

… სიმართლე ესაა და ვისაც არ მოსწონს- ცივი წყალი დალიოს!!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება