fbpx

“ბენზინი ლარნახევარი ღირს, ჩემი მოპედი მოტოციკლეტი მგონია, კორონა შოკოლადი, დოლარის კურსს 2.6 აღმაშფოთებლად მივიჩნევ …”

ფეისბუქ მომხმარებლის დავით ლეკიშვილის პოსტი.

“ხალხო ხანდახან უბრალოდ თქვენ არ მოგწონთ საჭმელი. 😃
ტისიაჩო დევეტსოტ… კი არა და 2019 წელის ივლისია,ვოლტში ვმუშაობ,ბენზინი ლარნახევარი ღირს,ჩემი მოპედი მოტოციკლეტი მგონია, კორონა შოკოლადი, დოლარის კურსს 2.6 აღმაშფოთებლად მივიჩნევ …მოკლედ,მე ვერ ვხვდები, მაგრამ ყველაფერი კარგად მაქ.
მეგობარმა დამირეკა ბურგერ-ბარ ვაკეში შემცვალე 1 დღეო,უეჭველი საქმე მაქო. ზაფხულის გამო ვოლტში მუშაობა ისედაც არ იყო და კარგი მეთქი.


ბურგერ ბარში ძაან ჯიგრები არიან. მაშინ არ ვიცნობდი კარგად და ვზივარ “ევროტურის მისკუზივით”,დაჟინებული მზერით ვუყურებ,გოგონას რომელიც ღამის 10 საათზე ჩიზბურგერს ჭამს და გულში ვიბოღმები,რომ ტრაკი მის ნაცვლად მე მისქელდება.
შეკვეთააო დამიძახეს. ჩაალაგეს,შეფუთეს,მისამართიან ფურცელს შუბლზე მიმაკრეს და გამომიშვეს.
ბაგებში ავიტანე შეკვეთა, 13 საათის ნამუშევარი ვარ უკვე.არ ვამაყობ, მაგრამ იმედი მაქვს რომ უცხოელი იქნება, ზევით ასვლა მეზარება,ძაან ცუდი აქცენტი მაქ დამუღამებული “ნოუ ინგლიშ,აი ემ ხიერ,ნუ ინგლიშ”. არ გამიმართლა სახლის კარამდე მივუტანე,საჭმელი ახალგაზრდა ბიჭს გადავეცი,რომელიც საეჭვოდ ცურჩულით საუბრობდა და წამოვედი უკან.
მოვღუღუნებ უკან,სიგრილეა,ყურსასმენებში კლაუს მაინე wind of change-ს მიმღერის და უცებ ზარი შემოდის.ახლახანს რომ მივუტანე იმ შემკვეთის ნომერია.


-გისმენთ?
-ეს რა საშინელებააა? – ჩამყვირა ყურში ქალის ხმამ და შიშინსგან კინაღამ ვაკის პარკში დავდგი მოპედიანი კაცის ძეგლი.

  • რა ხდება ქალბატონო რას გულისხმობთ.
    -კარტოფილი “სილიოტკასთან” ერთად გიწყვიაააათ?
    ვაახ რა დავაშავე რა ყველა გიჟს მე უნდა გადავეყარო…გავიფიქრე გულში.
    -ვერ გავიგე ქალბატონო ვერაფერი.
  • რა ვერ გაიგეთ. კარტოფილს თევზის სუნი და გემო აქ!!! თქვე უნამუსოებო!!!თქვენ ნახეთ რა გიქნათ!!!
  • კარგით დამშვიდდით ახლავე გავარკვევ.
    გავუთიშე,ბურგერ ბარში დავრეკე და გადაწყდა,რომ უკან უნდა წავიდე კარტოფილი წამოვიღო შესამოწმებლად და ფული დავუბრუნო.
    მივედი,დავაკაკუნე.ჩურჩულამ გამიღო კარი.თანხა გავუწოდე და ვთხოვე კარტოფილი მოეცა.
    -გაასინჯე ერთი,გაასინჯე! -ისმის გვერდითა ოთახიდან ხმა.
    უხმოდ გამომიწოდა კარტოფილი ბიჭმა.
    -გასინჯე,გასინჯე,გასინჯე- იმეორებს ოთახი.
    ზეწოლას ვერ გავუძელი,იმ მომენტში გავუგე ფიფქიას და ერთი ფრი ამოვიღე პაკეტიდან.
    დავსუნე- ნორმალურია, ვააა…
    გავსინჯე-ნორმალურია, ვააა…
    ვერაფერს ვგრძნობთქო ვთქვით თუ არა “შემობრძანდით თუ შეიძლებაო” დასჭექა ქალბატონმა ოთახმა.
    შევდივარ და ველოდები ურჩხულს,მონსტრს,ველურს,გახედვა არ მინდა,ვაი და გამაქვავოს…
    შევედი,ჩავისუნთქე და გავხედე: ზის დივანზე 25 წლამდე საკმაოდ სიმპატიური გოგონა უშველებელი მუცლით,კოპებშეკრული მიყურებს.
    -ვერაფერს გძნობთ?თევზის სუნს როგორ ვერ გრძნობ?
    ჯერ მომავალ მამას გავხედე,რომელიც უხერხული ღიმილით მიყურებდა მერე,ისევ ფეხმძიმე გოგოს,მერე ისევ ჩურჩულას,რომელიც თვალებით მევედრებოდა რაღაცას,მერე კარტოფილს,რამდენიმე წამში გადავხარშე და …
    -ფუუუუf ეს რა შპროტის გემო აქ ! – შევძახე შუა ბაგებში.-ასე როგორ შეიძლება. კარტოფილია თუ სკუმბრია? ახლავე გადავცემ უფროსობას!!!
    რაც უფრო ვატყობდი ამ ქალს დამშვიდებას მით მეტად ვუწევდი ხმას და რაც უფრო მეტად ვუყვიროდი მით მეტად მშვიდდებოდა და იმდენი ჯიშის თევზი ჩამოვთვალე შესადარებლად არც კი მეგონა მაგდენი თუ ვიცოდი.
    ბოლოს ისინი თავად მამშვიდებდნენ და ეგრე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.წამოვედი,ნახევარი კარტოფილი ვაკელ ძაღლებს გავუყავი(ეგენი პურს არ ჭამენ) ,ფული და დაწუნებული პროდუქტი ბარში მივიტანე და მუშაობაც მორჩა.
    P.s. გემრიელ საჭმელს გისურვებთ ხალხო 😃”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება