fbpx

ბაჩო ოდიშარია: პოლიტიკური პროცესია ის ბოიკოტი, რომელსაც ვხედავთ კულტურის მინისტრის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე

ეს ხომ პოლიტიკური პროცესია. ვგულისხმობ იმ ბოიკოტს, რომელსაც ვხედავთ კულტურის მინისტრის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე, – ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„აქ საქმე არ გვაქვს იმასთან, რომ რაიმე ტიპის შემოქმედებითი თავისუფლება იზღუდება ან ცენზურა წესდება. რეალურად არიან ადამიანები, რომლებსაც ცენზურა თავად აქვთ დაწესებული დიდი ხანია, რაც გულისხმობს იმას, რომ ამბობენ, ამ სფეროში ჩვენ ვართ და სხვას არაფერი ესაქმება. კლანური მოქმედებების მთავარი პრინციპი არის ის, რომ კლანი უფრთხილდება თავის წარმომადგენელს. შესაბამისად, იქ სუფევს და ღვივის ნეპოტიზმი. შესაბამისად, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და გამართული მუშაობა შეუძლებელია, რაც იყო სახეზე და რისი გამოსწორებაც ახლა ხდება“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება