fbpx

ბატონო მიხეილ ნუ გვეწუწუნებით, ნუ გვთხოვთ ვინმეს რამის განძრევას, გასანძრევად იყავით არჩეული-თორნიკე კვერენჩხილაძე

ჟურნალისტმა თორნიკე კვერენჩხილაძემ tv პირველის ეთერში თავისი მონოლოგის დროს განაცხადა.

ჩემი აზრით ისევ სხვა თემაზე ვლაპარაკობთ – შესვლა არ შესვლა, ხელის მოწერა არ მოწერა, გასვლა არ გასვლა და მიშას ჩამოსვლა არ ჩამოსვლა. მე ისევ ჩემს ვერსიაზე ვდგავარ მყარად. ცირკი, თავის მოტყუება ილუზიაა ყველაფერი – თუ ჩამოსვლა გინდა ჩამოდი. რად უნდა ამდენჯერ თქმა, მერე გადათქმა, მერე თქმა, მერე ისევ გადათქმა. ბებიაჩემს, რომ ვენატრები ვდგები და ჩავდივარ გურიაში. ახალი წლისთვის ჩამოვალ ბებო ახლა არ მცალია მიშამ დადო ბილეთი და ამაზე უნდა ვილაპარაკო. მე გზაში დაახლობით 5-6 საათი მჭირდება, კიევიდან 2 საათში თბილისში ხარ, გზაში გაჭმევენ კიდეც. მე რიკოთზე უნდა გავჩერდე. გინდა ჩამოსვლა ჩამოდი, უსამართლოდ თუ გაგასამართლეს, ჩამოდი და შეეწინააღმდეგე, თუნდაც ციხიდან, იმიტომ რომ ბატონო მიხელ თქვენი წილიც მსუყეა, თემიდას თვალებიდან სახვევის ჩამოგლეჯაში და მისთვის პარტიული მაისურის ჩაცმაში. ასე, რომ ბატონო მიხეილ ნუ გვეწუწუნებით, ნუ გვთხოვთ ვინმეს რამის განძრევას. გასანძრევად, შესაცვლელად გასაკეთებლად იყავით არჩეული. ახლა შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენსავე გაკეთებულ გილიოტინისკენ მიყავხართ ჯალათს. რაღაცეები, რომ გააკეთე, ჯერ სასამართლოები იმასგექნა. მიშა თუ ჩამოსვლა გინდა, ჩაალაგე ჩემოდანი და ჩამოდი. მართლა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება