fbpx

ბათუმში მწვანე კონცხზე ხანძარია

ბათუმში მწვანე კონცხზე ხანძარია. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. „მწვანე კონცხზე 200 კვ.მ.-ზე ბალახს გაუჩნდა ცეცხლი. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ორი ეკიპაჟი. არ არის გავრცელების საფრთხე და არც საგანგაშოა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებული არავინ არ არის“, – აცხადებენ უწყებაში.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია