fbpx

ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი შსს მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარ კაბინეტში გადასცა-მამუკა ხაზარაძე

ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძეს მუქარის წერილი შსს მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარ კაბინეტში გადასცა. 

ხაზარაძე საქმის გამოძიებას ითხოვს. მან ღია ეთერიდან მთავარ პროკურორს მიმართა – “იქნებ ჩვენ ვწამებთ ცილს ბატონ გახარიას?… მე მინდა სიმართლე დადგინდეს”- განაცხადა პარლამენტის წევრმა. 

რაც შეეხება შეხვედრას, ხაზარაძის თქმით, ჯაფარიძე გახარიამ პირადად დაიბარა. 

როგორ შეიძლება ბადრი ყოფილიყო შუამავალი, ბადრი ჯაფარიძე ისეთივე თანამფლობელი იყო და ისევე მართავდა იმ კომპანიებს, როგორც მე, ამიტომ უბრალოდ ბადრის გადასცა გახარიამ ეს წერილი, გადასცა მის კაბინეტში.

მივმართავ პროკურატურას, გომელაურს მივმართავ, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა ფიქსირებული. ამოიღონ ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება, ჩვენ გვექნება საქმე სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც აფარებს დანაშაულს ხელს”,- თქვა ხაზარაძემ. 

“ლელოს” ლიდერი დარწმუნებულია, რომ წერილი გიორგი დაწერილი არ არის, თუმცა ეს როლი შეასრულა. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ “რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი პირადად მას გადასცა.

ამ წერილის მიხედვით, მ.ხ.-ს (სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძეს), უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

  • “უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)”;
  • “მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)”;
  • “არტარეას” უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი”.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება