ბაგებში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცე კეთილმოეწყობა

ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებულიტერიტორია კეთილმოეწყობა.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, აღნიშნულ სივრცეს კურიერები დასასვენებლად გამოიყენებენ,ვინაიდან მათ დამღლელი სამუშაო აქვთ და მთელი დღის განმავლობაში ქუჩაშიუწევთ ყოფნა.„ვაკის რაიონში, სადაც ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომელიც ბაგებსა დაუნივერსიტეტის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს, ყოველდღე ხდება კურიერებისშეკრება. მათ საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ, მთელი დღის განმავლობაში ქალაქშიმოძრაობენ. ეს არის ადგილი, სადაც ისინი იკრიბებიან, იღებენ შეკვეთებს დაემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეს,ირაკლი ბენდელიანს, იქვე არსებულ მუნიციპალურ ტერიტორიაზე მოვაწყოთგადახურული და კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც ამ ახალგაზრდებს ნორმალურიპირობები ექნებათ. შესაძლოა, დაიდგას მოსასვენებელი სკამები, რათა კურიერებიქუჩაში არ იდგნენ. საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და ეს ჩვენი მხრიდან მცირეხელშეწყობა იქნება. მხედველობაში მაქვს ჯებირებს მიღმა, შიდა სივრცე“, -განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება