fbpx

ახალქალაქში გახარიას პარტია შტაბის უფროსმა დატოვა, რომელიც ასევე პროპორციული სიის მე-4 ნომერია

ყოფილი პრემიერის პარტია ახალქალაქში დატოვეს. შმაგი წინწკალაძე პროპორციული სიის მე-4 ნომერი იყო და ასევე იკავებდა შტაბის უფროსის პოზიციას. წინწკალაძემ უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას პროპორციული სიის ნებაყოფლობით დატოვების მოთხოვნით.

ასევე,  გახარიას პარტია“ გახარია საქართველოსთვის“ დმანისშიც დატოვეს.  ყოფილი პრემიერის პარტია დატოვა პროპორციული სიის მე-2 ნომერმა ზაურ ჯორთმენაძემ და მე-7 ნომერმა ტარიელ მიშელაძემ. მიშელაძე ასევე გომარეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება