fbpx

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობის მიუხედავად, ჩაეშალათ საკრებულოს დღევანდელი სხდომა, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. მთავარი საფინანსო დოკუმენტით განსაზღვრული თანხა 254 მილიონ ლარს შეადგენს.

ტექნიკური შესვენების გამოცხადების შემდეგ, დეპუტატები სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ სხდომათა დარბაზში სპეციფიკური ნივთიერება დაასხა, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამ დროისთვის, ისინი შენობის მიმდებარედ მართავენ აქციას.

იქამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანსა და საკრებულოს დამოუკიდელ დეპუტატ რაულ თავართქილაძე დაუპირისპირდნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია