fbpx

აშშ-ის სენატმა იმპიჩმენტის საქმეზე დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო

აშშ-ის სენატის ორმა მესამედმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 57-მა სენატორმა დაუჭირა, 43 კი წინააღმდეგ წავიდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი დამნაშავედ შვიდმა „რესპუბლიკელმა“ ცნო, იმპიჩმენტისთვის კი სულ მცირე 17 „რესპუბლიკელი“ სენატორის მხარდაჭერა იყო საჭირო.

6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. 11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედებოდა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება