აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო ხიდი 2 კვირით იკეტება

აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული  ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება