fbpx

აღმაშენებლის გამზირზე ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს

აღმაშენებლის გამზირზე ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში, სხვადასხვა
ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მნიშვნელოვანია ავარიული
საცხოვრებელი სახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებიც.
დიდუბის რაიონში, მიმდინარე წელს უკვე მერვე ავარიული სახლის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს. მათ შორისაა, აღმაშენებლის გამზირის N172-ში მდებარე ავარიული
საცხოვრებელი სახლი, სადაც 27 ოჯახი ცხოვრობს.
შენობის გამაგრება-გაძლიერების პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია
შენობის საძირკველის გამაგრება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილების
აღდგენა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის
შემსრულებელი მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია
„მშენებელი +“ ასრულებს, 390 028 ლარია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება