fbpx

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელო ბურთის თამაში მოეწყო

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელო ბურთის თამაში მოეწყო. შეჯიბრი ,,ჯვარცმის მინდორზე” ტარდება და მასში მონაწილეობას ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ხუთივე სოფელი იღებს. გამარჯვებულ გუნდი მუნციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდება. ლელო-ბურთს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბახტაძე- ,,ლელო-ბურთის ტრადიცია უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის და მეტიც, ის კარგა ხანია სახალხო დღესასწაულად იქცა. მიხარია, რომ ამ ძველისძველ სახალხო თამაშს ხალხი არ ივიწყებს და ამდენი მიმდევარი ჰყავს. ჩვენის მხრივ ვეცდებით მისი პოპულარიზაციისთვის ყველაფერი გავაკეთოთ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია