შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტის საქმიანობის სპეციფიკასა და ახალგაზრდებისთვის საჯარო სექტორში პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობებს შეეხო.
მერმა სტაჟიორებს წარმატებები უსურვა და სტაჟიორებს მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა.
3 – თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, პროგრამის მონაწილე სტუდენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო უწყებაში გაივლიან.