fbpx

არ ინდომა ვარსკვლავის გახსნა, ჩემი ვარსკვლავი ცაშიაო-ნუნუკა გრძელიშვილი

ჟურნალისტი ნუნუკა გრძელიშვილი თენგიზ არჩვაძეზე-

არ ინდომა ვარსკვლავის გახსნა. ჩემი ვარსკვლავი ცაშიაო. კიდევ ბევრი რამ არ ინდომა,რაც ნამდვილად ეკუთვნოდა. თვალწინ მიდგას მისი როლები. ზოგან აბჯარში ,ზოგან პიჯაკში,ზოგან ჩოხაში, ყველაფერი უხდებოდა,ყველაფერს იხდენდა. ქართველების ამერიკელმა სიძემ კარლ ლინეკმა ბრძანა:”თენგიზ არჩვაძე ჰოლივუდის მსახიობი რომ ყოფილიყო,მისი ჰონორარი ნახევარ საქართველოს შეინახავდაო”. შესაძლოა ასეც ყოფილიყო,მაგრამ ბატონი თენგიზი ჰონორარების კაცი რომ ყოფილიყო,არც აქ მოიკლებდა აპარტამენტებს და ბევრ სხვას. რატომღაც მგონია,რომ ვერც ისეთ გულითად სიყვარულს მოიმკიდა,

როგორც აქ, სადაც დაიბადა.

სამშობლოს მთები და ცხენი იყო მისი ყველაზე დიდი სილაღე და აღმაფრენა.

წერს კიდეც:”უასაკო ვარ მთებთან და ცხენთანო.”

ერთი მუჭა მიწა ჩემი ხელით მივაბნიე მის საფლავს. წამოვედი და გულში ისეთი სიცარიელე ვიგრძენი, პროტესტი გამიჩნდა სიკვდილ-სიცოცხლის კანონზომიერების მიმართ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება