საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის მივიღეთ ეს კანონი, მივიღეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და დაცული, არავის მიეცეს საშუალება, არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციითა და არეულობით ჩვენს ქვეყანაში რაიმეს მიღწევა სცადოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„არავის ჰქონია პრობლემა საკუთარი პროტესტის გამოხატვაზე, მაგრამ ჯგუფებს, რომლებსაც უნდათ, საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადაზარდონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს. რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია, არაა საფუძველი იმისთვის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე, ამიტომ განვიხილავთ და მივიღებთ უმრავლესობით ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.