არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოპასუხე მხარე პროცესის მიმდინარეობის ხელოვნურად დაძაბვისა და დისონანსის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, რვადღიანი სასამართლო პროცესიდან ხუთი დღე ერთი და იმავე ფაქტების უტრირებას, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და განმეორებით განცხადებებს დაეთმო.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის არახელსაყრელია და ახლა ყველანაირად ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს.

„რვა დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით სასამართლო პროცესს. ამ რვა დღიდან ხუთი დღის განმავლობაში ერთი და იმავე ფაქტების უტრირებას, მათ შორის, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და ერთი და იმავე საკითხების გამეორებას ვისმენდით. თქვენც მიეცით ამასთან დაკავშირებით შენიშვნა, თუმცა ეს მაინც გაგრძელდა. ჩემი გადმოსახედიდან, სასამართლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის არახელსაყრელია და ახლა ყველანაირად ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს. ეს არის ერთი საკითხი, რომლის დაფიქსირებაც აუცილებლად მინდოდა“ – განაცხადა გორდულაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება