fbpx

არისტივიჩს ჯანგომ გაუგო და მისი “სიბრძნე” განმარტა

ჟურნალისტმა, აქტივისტმა, “საზოგადო მოღვაწემ” და ბოლოს “მედიამენეჯერის” “აქუს” ცოლმა ნინო ჯანგირაშვილმა დიდი შრომა გაწია და საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მისი თანამოაზრის უკრაინელი “რაღაცჩინოსნის” ნაამბობი მოკლედ ვერა მაგრამ გრძლად განუმარტა.

ემქოცპროპაგანდამ ისეთი ისტერია დაიმართა არესტოვიჩის განცხადებაზე, სანამ სრულიად არაქოცი ნაცნობებიც შეცდომაში შებრძანდებიან, ვეცდები განვმარტო რა თქვა არესტოვიჩმა. ვრცლად გამომივა და ეჭვი მაქვს ბევრი არ წაიკითხავს, მაგრამ იყოს მაინც. ქოცურმა პროპაგანდამ ტრადიციულად თავის ვიწრო “ფორთოჩკაში“ გამოსტყორცნა მესიჯი და ნუუუ, აი “ძალის პროეცირებაო“ და ეგ დამპლებიო, ნახე რეებს აპირებენო აქო. მართალიც არის. მის ამომრჩეველს ამ ფორთოჩკის ზომის თვალსაწიერი აქვს და იმის იქით არც გაიხედავს, მაგრამ ვისაც მეტზე გვაქვს პრეტენზია, გავაანალიზოთ, რა თქვა არესტოვიჩმა:

წამყვანი ეკითხება, რუსეთი საქართველოს ანექსირებას აპირებსო, ბაშკირეთივით (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი)ეყოლებაო, აფხაზეთთან და ოსეთთან ერთად.
რუსები საკუთარ ხალხს, ვითომ დევნილებს უშვებენო საქართველოში და ეს საფრთხეს არ ქმნისო, რომ შიგნიდან ააფეთქონო?

კიო არესტოვიჩმა, ეს საქართველოს უშიშროების საბჭოს უნდა ადარდებდესო წესით. სტრუქტურულად შეგიძლია მოსახლეობის შემადგენლობა შეცვალო, ფეიკ რეფერენდუმები ჩაატარო და ააფეთქო სიტუაციაო, ეს კატასტროფააო, საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხიაო, მითუმეტეს რომ პრორუსული მთავრობა ყავსო საქართველოსო. ქართველ პატრიოტებს ალბათ გული უსკდებათო.

მერე ამბობს:

ჩვენ მოვახდენთ ძალის პროეცირებასო, ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს, მოლდოვას, სომხეთსო. ყველას გადავარჩენთო, იმიტომ რომ ჩვენი მილიონი ჯარისკაცი, რომელმაც იომა უკვე მაგრები არიან და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველას დავეხმარებითო.

ახლა რაც შეეხება “ძალის პროეცირებას“, რომელმაც ასე მოგვჭრა ყური, და როგორც ირკვევა, პრაქტიკულად არავინ იცის, რას ნიშნავს ეს.

ყურადღება!: ძალის პროეცირება არის სამხედრო–პოლიტიკური ტერმინი, რაც ნიშნავს სახელმწიფოს უნარს, საკუთარი ძალები განალაგოს მისი ტერიტორიების მიღმაც , საერთაშორისო მისიებში და მოახდინოს მათი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა.

ეს უნარი საერთაშორისო ურთიერთობაში სახელმწიფოსთვის ძალიან მიშნელოვანია. თუ სახელმწიფოს შეუძლია მისი კონტიგენტი სხვა ქვეყანაში გაუშვას სამხედრო, და არა მხოლოდ სამხედრო მისიებით (მაგალითად ჰუმანიტარული მისიით, სტიქიური უბედურების დროს), ნიშნავს რომ მათ ძალის პროეცირება შეუძლიათ.

ეს ზოგჯერ დიდი რესურსების სახელმწიფოებსაც არ შეუძლიათ, რადგან ლოჯისტიკურად რთულია და რთული მექანიზმები ჭირდება. ამიტომ არის მაგარი, როცა სახელმწიფოს “ძალის პროეცირება“ შეუძლია და უკრაინას აქვს პრეტენზია, სრულიად დამსახურებულადაც, რომ მომავალში ამას შეძლებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ახლა, როგორ განაგრძობს არესტოვიჩი მსჯელობას “ძალის პროეცირების“ ხსენების შემდეგ.

უკრაინის სამხედროები სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში მიიღებენო მონაწილეობასო. მალიში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, მოზამბიკში, ფრანგები რუსებს ვერ უმკლავდებიანო, და ჩვენები დახმარებიანო ამის მერე.

ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება და ჩვენი მამაცი ხალხი, რომელიც რუსებს არ შეუშინდა გამორჩეული იქნება ამ ახალი მსოფლიო წესრიგის დაცვაშიო.

აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთს ძალიან მომგებიან ეკონომიკურ პირობებს სთავაზობენო და ეს ყველაფერი იმიტომ არ ხორციელდებოდა, რომ კორუმპირებული კლანი იჯდა აქამდე იქ კრემლთან დაკავშირებულიო. ეს კლანები პუტინთან ერთად გაქრებიან და აზერბაიჯანი და სომხეთი შერიგდებიანო.

ის, რომ ჩვენ თებერვალში არ შევდრკით , რუსებს არ შევუშინდით და ვიომეთ, განსაკუთრებულ სტატუსს გვანიჭებსო –ეუბნება წამყვანი.

არესტოვიჩი ხსნის, რომ მას შემდეგ, რაც რუსულ არმიას თავპირი დაამტვრიეს უკრაინელებმა, უსაფრთხოების უმსხვილესი დონორი ვართო, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპაშიო, პოსტსაბჭოთა სივრცეშიო და ეს სტატუსი უნდა განვითარდესო.

ჩვენი ერი ხომ გაუტეხელია და ეს რეპუტაცია აქვს, მაგრამ ჩვენი არმია სუფთა ფიზიკურად ახლა ყველაზე ბრძოლისუნარიანია მსოფლიოშიო. და მსოფლიო ისეთ ფაზაშია, განსაკუთრებით თუ რუსეთი დაშლას დაიწყებს, მუდმივად მოთხოვნადი და საჭირო რესურსი იქნებაო. ჩვენ შეგვიძლია რეზერვისტი ავიყვანოთ და რამდენიმე თვეში მწყობრში ჩავაყენოთო, ისეთი მაგრები ვართო, თან დასავლური შეიარაღებითაც თუ ვიქნებით აღჭურვილი, და თუ თან ნატოს წევრებიც გავხდებით, უამრავი საინტერსო რამის გაკეთება შეგვიძლიაო მსოფლიოში, ნატოს ეგიდითაცო.

ახლა ყურადღება! ანუ, სინამდვილეში არესტოვიჩმა თქვა, რომ თუ რუსეთმა საქართველოს დაპყრობა დააპირა, ჩვენ დავეხმარებით ჩვენი სამხედრო კონტიგენტითო. ყველა კაი ხალხს დავეხმარებითო! ხოდა, ვისაც მოსმენილის გააზრება არ შეგიძლიათ, ნუ უყურებთ ამ კაცს, ვააახ!

P.S. კომენტარში დავდებ რუსთავი2–ის ნიუსის ლინკს, რაც არის ნიმუში, როგორ შეუძლია პროპაგანდას კონტექსტიდან ამოგლიჯოს ფრაზა და დაა@@@ვოს ადამიანები, თითქოს უკრაინა თავისი მილიონიანი არმიით აქ შემოჭრას და თავისი წესრიგის დამყარებას აპირებს.განმარტა მან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება