fbpx

,,არა ნამახვანჰესს,, აქციების აქტივისტი ირაკლი ქართველიშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია.

,,არა ნამახვანჰესსს,, აქციების ერთ ერთი აქტივისტი ირაკლი ქართველიშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ქ., ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება