fbpx

არასწორად აშენებენო და ამას კი არ ასაბუთებენ, არამედ გპასუხობენ ,შენ ამის პიარი ხარ?-რაულ კაპანაძე ნამახვან ჰესზე

სოციალურ ქსელში რაულ კაპანაძე ნამხვან ჰესის შესახებ წერს-

არგუმენტები აქვთ მოწინააღმდეგეებს ისეთი, რომ… ქვას ქვიშად აქცევს არცერთ შენ, მათთვის ბოლომდე დეტალურად აუხსნელ არგუმენტს არ იღებენ, რაშიც, ცხადია, ცუდი არაფერია, თუმცა იმ წამსვე ავიწყდებათ, ასეთივე სტანდარტით ოპონენტსაც რომ აქვს უფლება, მათაც კონკრეტიკა მოსთხოვოს და არა 2-საათიან ჩანაწერებზე გადამისამართება.გეუბნებიან, არასწორად აშენებენო და ამას კი არ ასაბუთებენ, არამედ გპასუხობენ: აა, შენ ამის პიარი ხარ? ყველაფერი გასაგებია!ნებისმიერი ინვესტორი ცდილობს მაქსიმალური ეფექტის მიღებას, ნებისმიერი დამკვეთი ცდილობს მოთხოვს ინვესტორს თანამედროვე სტანდარტების (პირველ რიგში, უსაფრთხოების სტანდარტების) მაქსიმალურად დაცვა და გადაუხადოს მას… რაც შეიძლება ნაკლები. ესაა ანა-ბანა და არა ის, ზემოთ რომ ახსენეს: „ნახე რა მარტივია:1. ლელო არასწორად შენების წინააღმდეგია.2. ნამახვანი არასწორად შენდება.3. ამიტომ ლელო აპროტესტებს არასწორ შენებას”არასწორი ძალიან წელვადი სიტყვაა, დაკონკრეტებას ითხოვს. არასწორი ანუ კანონთან, ნორმებთან, სტანდარტებთან შეუსაბამო? რომელ კანონთან, ნორმასთან და სტანდარტთან? როდესაც მსმენელს ეუბნები, რომ რუკები ყოველ ხუთ წელიწადში საჭიროებს განახლებას და პროექტი 0,3g ჰორიზონტალურ აჩქარებაზეა გათვლილი, ელემენტალური კეთილსინდისიერება ხომ მოითხოვს, იქვე თქვა, რომელ ქვეყნებში ხდება რუკების ყოველ 5 წელიწადში ერთხელ განახლება, ჩვენთან რამდენჯერ განახლდა, ვთქვათ 90-იანებიდან დღემდე, ბოლოს როდის მოხდა ეს და სანამ არ განახლდება, მომეტებული რისკის მქონე ობიექტების მშენებლობას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს, თუ არა? ცხადია, როდესაც სპეციალისტი იტყვის, მშენებლობა დაპროექტებულია იმ მოლოდინით, რომ მაქსიმალური ჰორიზონტალური აჩქარება არ იქნება 0,3g-ზე მეტი, რაც ძირშივე მცდარია, სასწრაფოდ მისაღებია ზომები (მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე), რათა ისედაც მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტი ჰაიჰარად არ აშენდეს, ნებისმიერი უნდა დაეთანხმოს და…გვერდზე გადგეს და ასპარეზი ს პ ე ც ი ა ლ ი ს ტ ე ბ ს დაუთმოს და არა იძახოს: ნიორს ხომ ვყიდულობთ ირანში/ჩინეთში, დენი ვიყიდოთ რუსეთში/თურქეთშიმაგრამ აინტერესებს მოწინააღმდეგეებს სპეციალისტების აზრი?კი!თუ მათ შეხედულებას ამყარებს, სხვა შემთხვევაში კი – არ აინტერესებს!ზუსტად იცის, რომ, მაგალითად, საყდრისში (დიახ, საყდრისში და არა აბულმუგში) ოქროს მოიპოვებდნენ, წელიც ზუსტად იცის, და რომც არ იცოდეს… ცნობილი გეოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამტკიცებენ, მარტო თქვენ რომ აფერისტობას აბრალებთ ის შტიოლნერი კი არ ამტკიცებს ამასო, – გეტყვის. და ამ დროს, სწორედაც რომ შტიოლნერი „ამტკიცებს” და სწორედაც რომ მას უსმენენ და არა ვთქვათ, შოთა ადამიას (სხვათაშორის, ჰესებთან დაკავშირებით, საფრთხეების მეცნიერულ დონეზე შეფასებასთან ერთად იგი თემის ინტერესების გათვალისწინების შესახებაც საუბრობს და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება მათი აზრის უგულვებელყოფა და მათვის ხელების გადაგრეხვა), რომელთან შედარებითაც შტიოლნერს და მის მსგავსებს საერთოდ არაფერი გაეგებათ.იარლიყების ვინმესთვის მიკერება არაა კარგი, ნურც მივაკერებთ, უბრალოდ დავუკვირდეთ და დავფიქრდეთ, აქ ჩვენ გვერდზე მყოფი თუ რუსეთში მცხოვრები ჩვენი ის თანამემამულეები რომ გააქტიურდნენ, ათასნაირი ევრაზიულ კავშირებში რომ არიან და მათში განსაკუთრებით ისინი რომ აქტიურობენ, ცხოვრებაში ორი ფურცელი რომ არ წაუკითხავთ და თუ „ბიჭო, თურქები!” არ სჭრის მსმენელზე, მეცნიერულს „აწვებიან” და გეუბნებიან, „წაიკითხე, ძმაო!” (ლინკსაც ჩაგიგდებენ, იმხელა ნაწერით, რომ… მამა-შვილ დიუმას ერთად არ ექნება იმდენი დაწერილი), ხომ არ მიანიშნებს რამეს? კი ბატონო, მეტი დასაბუთება მოვთხოვოთ ხელისუფლებას, მაგრამ თავად არ შევეცადოთ ისეთი ტვირთის ზიდვას, როგორიც არ ძალგვიძს. ხელისუფლებიდან წამოსული არგუმენტების მოსმენაც ვცადოთ და თუ ვერ გავიგებთ, ისევ სპეციალისტებს დავეკითხოთ. გვქონდეს ყველაფრის ცოდნისკენ მიდრეკილება და, გნებავთ, პრეტენზიაც, მაგრამ გვახსოვდეს, ზოგი რამ მაინც, ჩვენზე უკეთ სხვამ რომ იცის

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება