fbpx

ანრი ოხანაშვილი: „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში

დესტრუქციულ რადიკალურ ჯგუფებს და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ არავითარ სივრცეს დესტრუქციისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში.

„ქართულ ოცნებას“ აქვს მზარდი რეიტინგი და ეს განპირობებულია ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით ამ პოლიტიკისადმი. ჩვენ ხალხთან ერთად შევძელით, რომ ეს რთული პერიოდი გადაგველახა, ჩვენმა ხალხმა ირწმუნა და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ იმ სტრატეგიულ პოლიტიკაში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ერთად შევძელით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში. გამოწვევად რჩება ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეული საარჩევნო მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ იმ დაბალმა რეიტინგმა, რაც მას გააჩნია, კიდევ უფრო დაიწიოს. რა თქმა, უნდა ჩვენ დესტრუქციულ რადიკალურ ჯგუფებს და განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ არავითარ სივრცეს დესტრუქციისთვის, რომ მათმა ქმედებებმა ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები რამე ფორმით დააზიანოს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება