fbpx

ანდრია გვიდიანი: ისრაელის მაგალითზეც ჩანს, რომ ამერიკას სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მოჭარბებული ცდუნება, ნელ-ნელა აკარგვინებს მოკავშირეებს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ხალხის სურვილების შესაბამისად და არა უცხოეთიდან, მათ შორის საუკეთესო მეგობრების ზეწოლის შედეგად.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ისრაელი არასდროს ელაპარაკებოდა ამერიკას ასეთი ტონით. თუმცა, ბოლო მოვლენებმა გლობალური დღის წესრიგი შეცვალა და უკვე ბევრი ქვეყანა აღარ ერიდება აშშ-ის კრიტიკას.

„”არ გჭირდებათ თქვენ სასამართლოს რეფორმა” – ამაზე უპასუხა ისრაელის პრემიერმა ბაიდენს, რომ ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და თავად განსაზღვრავენ რა სჭირდებათ და რა – არა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორია და ისრაელი არასდროს ელაპარაკებოდა ამერიკას ასეთი ტონით.
თუმცა, ბოლო მოვლენებმა გლობალური დღის წესრიგი შეცვალა და უკვე ბევრი ქვეყანა აღარ ერიდება აშშ-ის კრიტიკას. ისრაელის მაგალითზეც ჩანს, რომ ამერიკას სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მოჭარბებული ცდუნება, ნელ-ნელა აკარგვინებს მოკავშირეებს.
თავს მოხვეული ე.წ. ღირებულებები, მოგონილი ფასეულობები, კოლონიალური დამოკიდებულება უკვე ბევრი ქვეყნისთვის მიუღებელია. არადა ქვეყნები ღირსეულ, ორმხრივ პარტნიორობას ითხოვენ და არა ბატონყმურ დამოკიდებულებას.“- წერს გვიდიანი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება