fbpx

ამ ქვეყნის უმრავლესობას მარქარაშვილების ,ბარამიძე-მელიების დაკრულ ჭკუაზე არასოდეს უვლია-ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მსოფლიოში და საკუთრივ ჩვენ ქვეყანაში გამოუცხადებელი ომია!იღუპებიან ადამიანები!შემოღებულია საგანგებო წესები და ამ დროს ვიღაც პროვოკატორები გამოდიან და ბღავიან რესტორნები, ფიტნეს-კლუბები გახსენით და შეზღუდვები მოხსენითო!კი მაგრამ სადაც თქვენი უფლებებია იქ ჩემისთანა მოქალაქეების არ არის?!რატომ უქმნით თქვენი ქმედებებით ჩემისთანების სიცოცხლეს საფრთხეს?ვინ დამარწმუნებს იმაში, რომ სექტემბერ-ოქტომბერსი ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა უმართავმა მიტინგებმა, როდესაც მათი პარტიის ლიდერი იძახდა ფეხებზე მკიდია კორონა და კ ო რ ო ნ ა ს მოკითხეთ პასუხიო არ გამოიწვია ამდენი ადამიანის დაღუპვა?!გაიხსენეთ შედეგი დღეში 5000 დაავადებული!მაშასადამე ჩვენც უმრავლესობაც ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და გვსურს სიცოცხლე და ვემორჩილებით იმ მოთხოვნებს, რასაც ადგენს ახლახან ლეგიტიმიურად არჩეულ ხელისუფლება!ზოგიერთი რამ ჩვენც არ მოგვწონს, მაგრამ ომია, ომი!ომის დროს კი ბრძანება სრულდება და იგი არ პროტესტდება!კი მართალია თქვენ გამოცდილება გაქვთ იმისა, რომ ომის დროს როდესაც ჩვენი გმირები ოკუპანტთან ბრძოლაში იღუპებოდნენ ზოგიერთი თქვენგანი და უმეტესნი თქვენი პარტიულ-სულიერი და-ძმანი ტინგიცობდით, ხორხოცობდით და მხიარულობდით იმავე რუსთაველზე!მაგრამ დღეს გაითვალისწინეთ სულ სხვა დროა!ვისაც გემხიარულებათ და გეცეკვებათ წაბრძანდით ბატონო იქ, სადაც მიგიღებენ და რამდენიც გინდათ იმდენი აპროტესტეთ, იცეკვეთ და იხორხოცეთ!ჩვენ დაგვანებეთ თავი!გვაპატიეთ, მაგრამ ამ ქვეყნის უმრავლესობას მარქარაშვილების , გირჩ-ზურაბების, მელაშვილებისა და ბარამიძე-მელიების დაკრულ ჭკუაზე არასოდეს უვლია და არც აწმყოსა და არც მომავალში ვაპირებთ სიარულს

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია