fbpx

ამ ტილიანს საერთოდ რატომ ეკითხებით აზრს – ეკა კვესიტაძე ალეკო ელისაშვილზე

ამ ტილიანს საერთოდ რატომ ეკითხევით აზრს?“ – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ „მოქალაქეების“ ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მისამართით.

კვესიტაძის გაღიზიანება ელისაშვილის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშანს სვამს და ამბობს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ორი გაჯიუტებული მხარეა.

„ქვეყანას სჭირდება არა კუნთების თამაში და ერთმანეთისთვის მაგარი ბიჭობის დამტკიცება, არამედ კომპრომისი. კი არ უნდა ვიპოლიტიკანოთ, არამედ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ.

ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. სანამ მართლა გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულში. და აგერ უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა. სანამ გადაჩეხილა უფსკრულში, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს”,- მიიჩნევს ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ეკა კვესიტაძემ ეს შეფასება დაუწუნა და მას „ტილიანი“ უწოდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება