fbpx

ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პრევენციულ ზომებს დაუყოვნებლივ მიიღებენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

“მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონას, სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას.

“პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ. ასევე, მომავალ კვირის ბოლოს, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ მეწყრული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ საფრთხე შეიქმნება, დაუყოვნებლივ იქნება მიღებული პრევენციული ზომები. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ აქვთ ყველა ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბენდელიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება