fbpx

ამიერიდან ყველა გაითვალისწინებს რომ სასამართლოს და სახელმწიფოს დაცინვა ძვირად დაუჯდება-ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი-

“ნიკა მელიას დაპატიმრება უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკანდახევა კი არ არის, საქართველომ მანძილი გაზომა ევროკავშირში და ნატოში ნახტომისთვის გამოსაქანებლად, ანუ “რაზგონისთვის”.

სერიოზულად კი, – აშშ-ში ან ევროპის ქვეყნებში რომელიმე პოლიტიკოსს სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხებზე რომ დაეკიდებინა, დემონსტრაციულად უარი ეთქვა მის შესრულებაზე და პარტიულ ოფისში გამაგრებულიყო, რას იზამდა პოლიცია და სასამართლოს აღმასრულებელი?

ააა, იქ ასეთი რამ არ მოხდება? რატომ, იქ ასეთი პოლიტიკოსები არ გყავთ? და რატომ არ გყავთ, მე გითხრათ?

კი ბატონო, გეტყვით: იმიტომ, რომ როცა პირველად ერთი პოლიტიკოსი ასე მოიქცა, პოლიცია მივიდა და სასამართლოს გადაწყვეტილება სულ ფურცელ-ფურცელ შეაჭამა! მას შემდეგ არცერთ პოლიტიკოსს აღარ გასჩენია სასამართლოს დაცინვის სურვილი! აი, ასე მივიდნენ ის ქვეყნები დემოკრატიამდე!

ჰოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით და ნიკა მელიას დაპატიმრებით საქართველომ უკან კი არ დაიხია უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე, არამედ წინ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი!

ამიერიდან ყველა პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი გაითვალისწინებს, რომ სასამართლოს და სახელმწიფოს დაცინვა ძვირად დაუჯდება!

ასეა ამერიკის შეერთებულ შტატებში!
ასეა დიდ ბრიტანეთში!
ასეა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში!
ასეა საფრანგეთის რესპუბლიკაში!
ასეა ისრაელის სახელმწიფოში!
ასე ბევრ ქვეყანაშია!
და ასე იქნება საქართველოში!
არ უნდა ამას დიდი შეშფოთება-აღშფოთება-შეძრწუნება!
ეს მისასალმებელია! და მისასალმებელია უპირველესად დემოკრატიული სამყაროსგან!

ასე გვესმის ჩვენ დემოკრატია და კანონის უზენაესობა, – როცა ყველა თანასწორია! გამორჩეულები და უფრო თანასწორები კი “ცხოველების ფერმაში” არიან და დემოკრატიასთან, მით უმეტეს უფრო ძლიერ დემოკრატიასთან, საერთო არაფერი აქვს!

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია