fbpx

ამერიკული სკოლა ხაზარაძე რომ ტრაბახობს, ჩვენი დასპონსორებულია-ირაკლი იაშვილი

პოლიტიკოსი ირაკლი იაშვილი ხაზრაძის გამოსვლას ეხმაურება-

დღეს პარლამენტში გამოსვლისას ბატონ ხაზარაძეს უბრძანებია, რომ ის ამერიკული სკოლა თქვენ რომ მოგწონთ და შვილებს ასწავლითო, ჩემი, ბადრის და ჭუტას დაფუძნებულიაო!!!! ამ საკითხს მინდა გამოვეხმაურო:1. 20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სკოლა შეიქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში არასოდეს, ვიმეორებ, არასოდეს საჯაროდ არ დაგვიფიქსირებია მე და კიდევ რამოდენიმე ადამიანს(დავით დუმბაძე, ლევან გაჩეჩილაძე, ანტონ ინგოროყვა და ა.შ.), რომ ოცი წლის წინ სერიოზული კონტრიბუცია გვაქვს გაღებული ამ სკოლისთვის! უფრო მეტიც, არც მაშინ მოგვითხოვია ჩვენი სპონსორობა რაიმენაირად დაფიქსირებულიყო! მიგვაჩნდა მაშინაც და მიგვაჩნია ახლაც, რომ აუცილებელ და უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს ვუდგებოდით გვერდში და ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ მოგვეთხოვა ჩვენი სახელების სადმე დაფიქსირება!!! არ მოგვითხოვია დამფუძნებლობა, დივიდენდები, პატივი, მოწაფეების და მათი მშობლების მადლიერება და ა.შ! დღეის მდგომარეობით გვაქვს ასეთი სურათი – 20 წელია სკოლა წარმატებით ფუნქციონირებს, ჩვენ შესახებ არავინ არაფერი არ იცის, არც მოსწავლემ, არც მასწავლებელმა, არც მშობელმა,მათ შორის,არც თქვენ, მეგობრებო და დღეს ვისმენთ, რომ, თურმე, მხოლოდ დღეს ჩამოთვლილი სამი კაცი ყოფილა ამ საქმის გამკეთებელი!!! დღესაც მწამს, რომ სიკეთე ჩუმად უნდა გააკეთო, მაგრამ დღეს დავინახე, რომ ამ კონკრეტულ საკითხში ასე აღარ გამოვა!!!2.არ შეიძლება აყვედრო ადამიანებს შენი გაკეთებული საქმე!!! არ შეიძლება!!! განსაკუთრებით არ შეიძლება და დაუშვებელია სკოლის კურსდამთავრებულებს შენ სასარგებლოდ პოლიტიკაში ჩართვა და მხარდაჭერა აიძულო!!!(დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს ამის)კიდევ ბევრი რამე არ შეიძლება, მაგრამ, ეს იქით იყოს!!!მოკლედ, ასეა ეს ამბავი, მეგობრებო!!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება