fbpx

,,ამერიკის ბიურო“ იხურება და ახალ ამბებს ამერიკიდან „ფორმულასთვის“ აღარ მოამზადებენ

გიორგი ლაფერაშვილი “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი აღარ იქნება. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ტელევიზიაში თათბირზე ჟურნალისტებს გუშინ თავად განუცხადა.

ასევე, ცნობილია, რომ „ამერიკის ბიურო“ იხურება და ახალ ამბებს ამერიკიდან „ფორმულასთვის“ აღარ მოამზადებენ.

თუმცა, ამ ინფორმაციას გიორგი ლაფერაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ფორმულანიუსს“ მე აღარ ვუხელმძღვანელებ, თუმცა სამუშაოდ ისევ ამ ტელეკომპანიაში ვრჩები, ახალ გადაცემებზე ვმუშაობთ. სამწუხაროდ, პანდემიამ ჩვენი ტელევიზიის ბიუჯეტზეც უარყოფითად იმოქმედა, მოგეხსენებათ რეკლამები იმავე სიხშირით აღარ გადის, როგორც ეს პანდემიამდე იყო“,- ამბობს გიორგი ლაფერაშვილი.

რაც შეეხება ამერიკის ბიუროს დახურვასთან დაკავშირებით კითხვას ლაფერაშვილი პასუხობს:

„არ ვიცი, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ შემოქმედებითი გადაცემები დაიწყება, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ.“ – აცხადებს ლაფერაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება