fbpx

ამას ეხლა წაიკითხავს ვინმე აგზნებული პატრიოტი და დაწერს:”რუსული ნარატივი”! იიიიიი-ნინო ახობაძე

სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს-

ნუ ალბათ ეს იქნება კრებითი პოსტი, რაღაც დასკვნითი-სავით, რადგან ზოგადად მე თავად არ მიყვარს ადამიანი რომ რაღაცაზე ჩაიციკლება ხოლმე.მაგრამ ისევ მხვდება ბევრგან აი ასეთი პათოსის სტატუს-კომენტარები და რა ვქნა, გამოვდივარ წყობიდან (( თან ყველა ხომ უკვე ჩემი შინაურები მგონიხართ (კიარადა ხართ), ამიტომ ვერ ვიკიდებ და ალბათ ამდენსაც ამიტომ ვწერ ამ თემაზე…სტატუსი იქნება მძიმე, წინასწარ ვგრძნობ, და ამისათვის ბოდიშს გიხდით, არ მიყვარს ადამიანების დაზაფვრა და დაგრუზვა. აგვისტოს ომში მოვხვდი სამსახურეობრივად, ეს ნიშნავს იმას რომ მე არ ამისხია იარაღი და იქ ჩემი ნებით არ წავსულვარ. ამას ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ ვინმეს არ ეგონოს-თავი გმირი მგონია! არა! თუმცა იქ მოხვედრის პირველი წამიდან რაღაც ძალიან უცნაური დაგვემართა ყველას, ეს ადრეც დავწერე ვრცლად-იქ გაქრა შიში და ჩაგვერთო ტვინში ერთმანეთის დახმარების და გნებავთ-თავგანწირვის რაღაცნაირი მექანიზმი, ჟილკით და ადრენალინით გავივსეთ თითქოს, ასეთი რამ არ ხდება ჩემს თავს მშვიდობიან დროს. არ ვიცი ეს რა ფენომენია, იქ ხარ სხვა ადამიანი და მორჩა. ეს ხდება ალბათ მაშინ, როცა გეძახიან და გაბარებენ შენი ქვეყნის ბედს. როცა შენი თვალით უყურებ სხვები როგორ იბრძვიან; როცა შენს ხელში კვდება სულ პატარა ბიჭი, რომელსაც ვეღარ უშველე, ვერ მოასწარი;მერე შენ მწარდები ამაზე და თან გრცხვენია იმისი, ვინც უკვე მოკვდა. ეს არ არის ლირიკა, არც სენტიმენტია, როგორც აღიქვამს ზოგიერთი გაღიზიანებული (( ეს ომის სიმწარეა. ახლა კი, საიდანაც დავიწყე ეს სტატუსი: მხვდება პოსტ-კომენტარები, აი ასეთი შინაარსის:”დიახაც, უნდა იბრძოლოს უკრაინამ, აბა ასე ცხვრებივით ხომ არ დანებდებიაან”?”ჩვენი ჩასვრილი მთავრობა, ჩრდილში დადგნენ და თავი აარიდეს ვაჟკაცურად უკრაინის გვერდით დგომას””განა ჩვენი მამა-პაპანი ამას გვასწავლიდნეენ? ასე რომ გვეფიქრა და ხელი არ გაგვენძრია, ახლა გადაშენებული ვიქნებოდით””ყველამ თუ თავი წაუხარა რუსებს, თავზე დაგვასხდებიან და გადაგვივლიან, მაგათ დედა უნდა უტირო და მოსვა ერთხელ და სამუდამოდ”!და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, პათოსი გასაგებია.ბუნებით არ ვარ მშიშარა ადამიანი, არც ცხრა პირბადით მივლია პანდემიის დროს; არც ბაბაიას ძახილი მსიამოვნებს, რაღა დაგიმალოთ და ((((ზოგადად არ ვარ ჩმორი, თავჩახრილი და უსამართლობასთან შეგუებული ტიპი, ასე მგონია. იმათიც მესმის, სიმწრისგან რომ წერენ და ოკუპანტი რომ ეზიზღებათ;იმათიც მესმის, მერე რაა რომ არ ვეთანხმები-ვისაც ზელენსკი გმირი ჰგონია; არ ვცინიკოსობ-შთამბეჭდავია, როცა ხედავ ქვეყნის პირველი პირი როგორ ვაჟკაცურად დგას თავისი ხალხის გვერდით;მაგრამ ვერასოდეს, ვერც ერთ ვარიანტში, მომკალით და ვერ გავუგებ აი ამ კატეგორიას:ეკითხები წყნარად, ჩასაფრების გარეშე, უბრალოდ სვამ კითხვას: -როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დავამარცხოთ ჩვენ რუსეთი?და პასუხები:”შე ქოცო, წადი და ბუჩქში დაიმალე”! “აააა მზამზარეული გინდაა??? შენნაირების გამოა ამ დღეში რომ ვართ”! “რუსეთი ოკუპანტია! და აღარ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი”!!!!!! “ააა რუსის ჩექმა მოგენატრაა? ლაჩარო მონავ””გაიხედე გაახილე თვალი და შეხედე როგორ იბრძვის მთელი უკრაინა”!……ანუ შენ სვამ შეკითხვას, რეალური საფრთხის შეგრძნებით, რეალურად გაინტერესებს პასუხი და ის წერს იმას კი არა, რა რეალობაც გვაქვსწერს იმას, როგორც უნდა რომ იყოს (((წერს ლოზუნგს, მოწოდებას!”რუსეთი ოკუპანტია”!კიი ბატონო, გეთანხმები, ა დალშე?ჩვენ როგორ უნდა მოვუგოთ ამ ოკუპანტს, იცი?მე არ ვიცი და იმიტომ გეკითხები;და მოდის იგივე პასუხები:”ასე რომ გვეფიქრა, მაშინ არც დიდგორი გვექნებოდა”….და ბლა ბლა ბლა….—–ერთ კედელზე მოვხვდი სულ შემთხვევით, ჩემი სტატუსის ქვეშ მეორე დიდგორი იყო გამართული ))))) ერთი დიდი ნაშობა სასტავი შეყრილა (მაპატიეთ გამოთქმა) და სალონიდან და დაქალის კუხნიდან ცხვირი რო არ გაუყვიათ გარეთ, ისინი იწელებოდნენ:”აუუ კაი რაააა, ისე მეზიზღებიან რუსები, აი ისეეე… აი გეფიცები მშუურს იმის, რაც უკრაინაში ხდეეებააა”მოიხედე ქალო აბა აქეთეხლა მე შენ და შენნაირ ქათმებს (აქ ბოდიშს არ ვიხდი) აგიხსნით რა შეიძლება მოხდეს თუ დაგვარტყა აი იმან, შენ რომ გეზიზღება და არც მე რომ მიყვარს და მითხარი-ხაარ მზაად ამისათვისს? შენი შვილი და მშობელი, შენი მეგობარი და ნათესავი გემეტება ამისათვის?—–ცხოვრობ ჩვეულებრივად, შენი ყოველდღიური პრობლემებით და სიხარულებით, გყავს ოჯახი, მუშაობ, წვალობ, ხან კარგად ხარ, ხანაც ცუდადგაქვს დაწყობილი შენი გეგმები, შვილი გეზრდება, შვილიშვილები გყავსმოკლედ, ავად თუ კარგად-ცხოვრობ და გიყვარს სიცოცხლე;და ერთ მშვენიერ დღეს აი ასე დგახარ ფანჯარასთან და ფიქრობ სრულიად ჩვეულებრვ რამეზე, მაგალითად-არ დაგაგვიანდეს შვილიშვილის ბაღიდან გამოყვანა;და უცებ შენგან ორი ქუჩის იქეთ ხედავ სახლს ეცემა ბომბი!სანამ აზრზე მოდიხარ, გესმის საშინელი ხმა, მერე ღრიალი, წივილი კივილი, კვნესა, გინება, ტირილი… აივნებზე გამოცვივდებიან შენსავით დაბნეული ადამიანები, შეშლილი სახეებით; ირგვლივ შავი ბოლია…შემოტრიალდები სახეშეშლილი, საკუთარი გულის ცემა გესმის, ყურებში ისევ ის ხმაა, საშინელიდა გარბიხარ დედასთან, რომელიც მწოლიარე ავადმყოფია, რომელიც ვერ დგება რახანია ((( გინდა წამოაყენო და ისიც ჩაიყვანო სარდაფში, მაგრამ წამებში ხვდები რომ ეს შეუძლებელია! მერე წამებში იღებ გადაწყვეტილებას-ან რჩები მასთან ერთად, ან გარბიხარ თავგუდმოგლეჯილი და ჩადიხარ სარდაფში. კიბეზე ჭედვაა, პანიკა.. პანიკა… პანიკა….მთავრდება შენი ყოველდღიურობა.მთავრდება მშვიდობა იწყება ომი.სადღაც რომელიღაცა ქვეყნის იუზერი თავის პროფილის ფოტოზე იწეპებს შენი ქვეყნის დროშას;ვიღაცა ბობოლა ლიდერები გამოთქვამენ შეშფოთებას;და შენ ამ დროს ყველაფერი გკიდია, მარტო იმას ფიქრობ-შენი შვილიშვილი, რომელიც ბაღშია, ცოცხალია, თუ იმ საბავშვო ბაღსაც დაეცა ბომბი?გესმის?წყდება მობილური კავშირი, თუ ანძასაც დასცხეს და შენ ხარ იზოლირებული ტიპი, რომელმაც არ იცი სად არის ამ დროს და მკვდარია თუ ცოცხალი შენი ქმარი, ცოლი, შვილი…გარშემო შავი ბოლია და დასეირნობს ეშმაკი გაბადრული…ღმერთს ეძახი და ვერ აგონებ (((—აი ეს არის ერთი პაწაწინა ეპიზოდიერთი პასაჟი ომისაერთი წარმოსახვა, ოღონდ სრულიად რეალური.—–ნიშნისმოგებით კი არა, ტკივილით გეკითხები:-მზად ხარ ამისათვის?და თუ მზად არ ხარ, მაშინ ვინც ამას თავიდან აგარიდებს, იმას რატომ ეძახი ლაჩარს და მოღალატეს?თან ვის ებრძვი და იწვევ, გააქვს შანსი-მოუგო?და თუ წინასწარ იცი რომ წააგებ, გამაგებინეთ მე ბნელს და მშიშარას:-რა გინდა მაშინ, რატომ არ დააყენებ ერთ ადგილს, რა გაყვირებს და გაწიწინებს, გგონია-ომმა გარჩევა იცის?—-რა თქმა უნდა ეს პოსტი არ ეხება მათ, ვისაც შვილები გახიზნული ყავს და კეთილმოწყობილი-სხვადასხვა კარგ ქვეყნებში, თქვენ შეგიძლიათ წეროთ ლოზუნგები, გვამუნათოთ, დაგვცინოთ…—–უფრო საშინელი რეალური სურათიც შემეძლო დამეხატა ომისა, მაგრამ არ ვიზამ. დედები და მამები მყავხართ აქ და არ მინდა გულები დაგიხეთქოთ ბოლომდე.ასე რომ, მოდი რაა, ვიყოთ რეალისტებიერთმანეთთან გაჭიმვას გავეშვათ დაროგორმე, რამენაირად მშვიდობა შევინარჩუნოთ, თუნდაც ეს მშვიდობა მოჩვენებითი იყოს ((((არ არის ეხლა ყელყელაობის დრო!ჩემნაირი და შენნაირი ადამიანების სასაკლაოდ იქცა დღეს უკრაინა!კაი ჰა, მე დავდუმდები, მაგრამ ისტორია ხომ დაადგენს საბოლოოდ-ვისი ძალაუფლების გამაგრებისათვის ხდებოდა და ხდება მთელი ეს კოშმარი…როგორ გალანტურად მოგვიხურეს ცხვირწინ ნატოს კარი! ((( თურმე სადაც საომარი მოქმედებები მიდის, ის ქვეყნები არ უნდათ, ვიძიწელი!ააბა მშვიდობა და ბედნიერება თუ მაქვს, რაღა ჯანდაბად მინდა ეგ თქვენი ნატო? ((—-და ამას ეხლა წაიკითხავს ვინმე აგზნებული პატრიოტი და დაწერს:”რუსული ნარატივი”! იიიიიი (((((—–ძალიან ვეცდები ეს თემა აწი ჩავხურო, ისედაც რამდენი ვწერე… ტვინი წავიღე )))ცეცხლს ნუ ეთამაშები ადამიანო. ან დაფიქრდი-ხაარ ამ ყველაფრისთვის მზად?და მერე ირტყი გულში მჯიღი! ჯანმრთელობა და მშვიდობა თქვენს ოჯახებს და სრულიად უკრაინას. იმათაც, ვინც დასანახად მეჯავრება, მშვიდობით დაბრუნება უნდა ვუსურვო.ომი არ არის ომობანა. დღეს არ არის ჯიბრის და ჯინიანობის დრო, რა ვიცი, ასე მჯერა მე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია