fbpx

ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყობა.

.  · საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, გააცნო ინფრასტრუქტურული პროექტი და მათი მოსაზრებები მოისმინა. პროექტის ფარგლებში, 1000 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება. მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც ატრაქციონები დამონტჟდება. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 129 893 ლარით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება