fbpx

აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დმანისის რაიონში 16 და 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ამ ფაქტს საქართველო-აზერბაიჯანის მტრების მიერ ინსპირირებულ აქციას უწოდებენ. ამის შესახებ azerbaycan24.com ავრცელებს.

„აზერბაიჯანის მიერ მოღწეული გამარჯვება ყარაბაღის ომში და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები ჩვენი მტრების სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, არის იმის ალბათობა, რომ ეს დაპირისპირება მათ მიერ იყოს ინსპირირებული. მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს იმოქმედონ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და იყვნენ ძალზე ფრთხილად“ – აცხადებენ კომიტეტში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე გაჩნდა, ვინაიდან გარკვეულ პირებს მაღაზიაში ნაყიდი პროდუქციაში თანხის გადახდა არ სურდათ.

დმანისში აქ მცხოვრებ სვანებს და აზერბაიჯანელებს შორის 16 და 17 მაისს დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია კონფლიქტში მონაწილე 8 პირი.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია