fbpx

ავსტრიის პრეზიდენტი: „მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა

„როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა“ – ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების  სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. მემორანდუმის შესაბამისად მოხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ტიროლის ფედერალური მიწის მუნიციპალიტეტებს შორის პარტნიორული თანამშრომლობა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესა და ტიროლის ფედერალურ მიწებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ტიროლის ფედერალურ მიწაზე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. დოკუმენტს ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა ხელი სწორედ ციხელაშვილის ვიზიტის დროს მოაწერა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება