fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტის სპორტულ დარბაზში ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სპორტულ დარბაზში ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. შეჯიბრი, XI-XII კლასის ვაჟებსა და ჩოგბურთის მოყვარულ მამაკაცებს შორის გაიმართა. გამარჯვებულებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ , მედლები, თასები და ფულადი ჯილდო გადასცა. თამაში ოლიმპიური სისტემით წარიმართა. ადგილები კი ასე გადანაწილდა: XI-XII კლასს შორის: I ადგილი-რუსლან საგინაძე II ადგილი-შოთა ბოლქვაძე III ადგილი-ლუკა ჩილინგარაშვილი მოყვარულ მამაკაცთა შორის: I ადგილი-გოჩა ბუიძე II ადგილი-იოსებ ბოჩიკაშვილი III ადგილი-კონსტანტინე ტეფნაძე ტურნირს ორგანიზება მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია