fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ე.წ. “პირდაპირების” დასახლებაში, დამეწყრილი ტერიტორიიდან დაზარალებული ოჯახების გასახლების პროცესი მიმდინარეობს


სტიქიის ზონაში, უკვე მეორე დღეა, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების პირველადი შეფასებით, დამეწყრილ ზონაში მცხოვრები 4 ოჯახი დაუყოვნებლივ ევაკუირებას საჭიროებს, რომელთაგან ერთი დაზარალებული ოჯახი უკვე გასახლებულია. კრიტიკულ ზონაში დარჩენილ 3 ოჯახთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერია დასახლებაში მცხოვრებ კიდევ 11 ოჯახს, პრევენციის მიზნით, დროებით ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას სთავაზობს, რაზეც მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამის პარალელურად, ადგილზე კვლავ აგრძელებენ მუშაობას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები. მას შემდეგ რაც მათი დასკვნა გახდება ცნობილი, გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება