fbpx

პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო…

პრემიერმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის,…

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს,ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ზაგულბას სასახლეში, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. საქართველოს დელეგაცია პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს  სახალხო არტისტის, ლამარა ჭყონიას  გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლამარა ჭყონია კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ოპერის ისტორიაში.„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო. ლამარა ჭყონია, მისი განსაკუთრებით ინდივიდუალური და სახასიათო შესრულების  წყალობით,კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს  ქართული ოპერის ისტორიაში. თანავუგრძნობ ლამარა ჭყონიას ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო  ფონდის მისიის  წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო.  განიხილეს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი  პერიოდის პროგნოზები. აღინიშნა, რომ პანდემიისა და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების   მიუხედავად,  განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი  შედეგი მოიტანა ყველა სექტორში.ისაუბრეს ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე.  აღინიშნა, რომ ორწლიანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველო კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას. 2023 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 7,5%, ხოლო 2024 წელს, იანვრის წინასწარი მონაცემების თანახმად, 5,8%-ით გრძელდება. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის  კანდიდატობის  სტატუსის მიღების მნიშვნელობასა და როლზე,მათ შორის,საჯარო ფინანსების მართვით…

პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე  საქართველოში ნიდერლანდების  სამეფოს ელჩს მელინე არაკელიანს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნიდერლანდების  სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აღინიშნა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციისადმი. მთავრობის მეთაურმა ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ტურიზმის  ხელშეწყობას.

პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ებრაჰიმ აჰმედ თაჰერ…

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი…

ირაკლი კობახიძე – შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთმელიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთმელიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენა. ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ისინი არიან მსჯავრდებულნი უმძიმესი დანაშაულების გამო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამას უყურებს საზოგადოება და  შესაძლოა გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. „გარდა ამისა, არის სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის კონკრეტული ადამიანები დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, BBC-მაც კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასე რომ, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელი. როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ხვდება ევროკავშირში ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ან ბერლინში, ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი, ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. იმისთვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები  იქნება ალბათ მისაღები, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ ჯარს დააბრალა  ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია

ქართველ ხალხს აქვს უკვე განაჩენი გამოტანილი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის იმ უმძიმესი, მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში – ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. „ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი, ერთი ჰააგაში, მეორე სტრასბურგში. ერთ შემთხვევაში ჩვენს სამხედროებს ადანაშაულებდა რუსული მხარე ომის დანაშაულის ჩადენაში და მეორე შემთხვევაში ადანაშაულებდნენ ქართველ სამხედროებს ადამიანის უფლებების დარღვევაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ერთ და მეორე შემთხვევაში ჩვენი სამხედროები ყოფილიყვნენ სათანადოდ შეფასებულები., არც ერთ შემთხვევაში ჩვენს სამხედროებს არ დაურღვევიათ ადამიანის უფლებები და არ ჩაუდენიათ ომის დანაშაული. ჩვენ ეს პოზიცია დავიცავით, ჩვენ ქართული ჯარის პოზიციები, ღირსება დავიცავით და არავის არ მივეცით იმის საშუალება, რომ ქართული ჯარისთვის დაებრალებინათ ის, რაც მას არ გაუკეთებია. თუმცა, წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში იმ პერიოდში, როცა წარიმართებოდა სასამართლო პროცესები, მე დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. თქვენ გახსოვთ, მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ სააკაშვილმა დაიწყო ომი, არამედ, ქართველ სამხედროებსაც დააბრალეს ომის დანაშაული, კასეტური ბომბები და ა.შ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, ეს არის „ნაციონალურმა მოძრაობის“ კიდევ ერთი დანაშაული. იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე, იმიტომ, რომ აღარ ექმნება საფრთხე ქართული ჯარის ინტერსებს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ წამომიწევია ეს თემა, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი და ასევე მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ: ქართველ ხალხს აქვს უკვე განაჩენი გამოტანილი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის იმ უმძიმესი, მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე – ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას

ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის…

პრემიერ-მინისტრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და…