STR global-იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის STR global-ის მონაცემებით,
2025 წლის 4 თვეში, საქართველოში არსებული ბრენდირებული
სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 43.1% შეადგინა, ზრდა
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ია.
2025 წლის იანვარი-აპრილში თვეში, თბილისში არსებული
ბრენდირებული სასტუმროების 44.7% იყო დატვირთული, რაც 2024
წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ STR global-ის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში,
საქართველოში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბრენდირებული
სასტუმროების დატვირთვის კუთხით, აპრილში დატვირთვის
კოეფიციენტი 55 %-ს შეადგენს, რაც 9.3%-ით მეტია 2024 წლის
აპრილთან შედარებით.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში არსებული ბრენდირებული
სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 60.4% შეადგინა, 2024
წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდა 10.8%-ია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება