Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს მოთხოვნადი მიმართულებების სამეულშია

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Time Out მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე
გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმის Expedia წლევანდელ ტრენდებს
აქვეყნებს, რომელიც პლატფორმის სტატისტიკის საფუძველზე მომზადდა.
ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024
წლის დეკემბრიდან-2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ
პერიოდთან. კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, Expedia-
ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა,
მოგზაურები საქართველოს დედაქალაქის კულტურას, ღამის ცხოვრებასა და
სხვა აქტივობებს ეცნობიან.
თბილისთან ერთად პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ
შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი, ასევე შვედური ქალაქი
გეტებორგი. ბრაზილიური ქალაქი რიო-დე-ჟანეირო და მსოფლიოში ცნობილი
სხვა ტურისტული ქალაქები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება