„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) კორუფციის შესახებ კვლევა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, საზოგადოების 63% ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს. საზოგადოების 92% მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედების მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება.
60% თვლის, რომ მისი მიზანია სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება.
კვლევა 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია