პრემიერ-მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქტურის  განვითარება  და თბილისის  ახალი სტადიონის კონცეფცია სპორტის საზოგადოებასთან განიხილა

ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან,  სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის  მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაესწრო. მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც  ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის საზოგადოების მოსაზრებებს სტადიონის კონცეფციაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი სტადიონი იქნება ერთგვარი საიმიჯო პროექტი დედაქალაქისა და მთლიანად ქვეყნისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ  გააკეთა განაცხადი ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობასთან დაკავშირებით. მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის  კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს. მთავრობა ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი სტადიონების მშენებლობას 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში გეგმავს.

კახა კალაძე სპორტის რეფორმისა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფციის განხილვას დაესწრო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპორტის რეფორმისა და თბილისის ახალისტადიონის კონცეფციის განხილვა გაიმართა.შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დედაქალაქის…

გასულ წელს მიღწეული შედეგებისთვის თბილისელი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.წარმატებულ…

წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთასაქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოებისღონისძიება გაიმართება.ღონისძიებას თბილისის მერის…

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო – ლიბერალური ბაბლი მას დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს

La Gazzetta dello Sport Georgia – მ გუშინ გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ლაციოს წინააღმდეგ…

ირაკლი კობახიძე – იგეგმება 70 ათას მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის იმიჯის დამატებით გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს

იგეგმება 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა, რომელიც იქნება ე.წ. ლენდმარკ პროექტი, რომელიც ქვეყნის იმიჯის დამატებით…

გუდაური, საქართველო – ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი,რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ

გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor მომხმარებელსსაქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს.„ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ…

საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის რესპუბლიკის მოედანზე მონიტორებიდამონტაჟდება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის ყურებას გულშემატკივარირესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებზეც შეძლებს.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის…

საქართველო-უკრაინის თამაში 1-1 ფრედ დამთავრდა

დღევანდელ თამაშში გოლი ბომბარდირმა,გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მატჩი ბათუმში გაიმართა

რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკისმოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც…

პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს  შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ  ლევან კობიაშვილთან ერთად,…

კახა კალაძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა – მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს საქართველო-უკრაინის თამაშზე

ქართველი გულშემატკივრები საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეცშეძლებენ.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ…

პრემიერ-მინისტრმა თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები,…

16 და 19 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩიბათუმში…

პრემიერ-მინისტრი წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას…