„ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით“- წერს პარტია “ლელოს” აჭარის უმაღლესი…
კატეგორია: პოლიტიკა
პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ-რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ქვეყანში რადიკალური ოპოზიის ქმედებას ეხმიანება “რადიკალური…
მიხეილ ყაველაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ გარე დაკვეთით მიიღო აქტი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გათავისუფლებულნი არიან ჯარისგან და ომისგან – მათ ფარი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებამ და იმ გარე ძალამ, რათა ისინი ომში არ წავიდნენ, არ უნდა შეეწირონ საკუთარი სამშობლოს ღირსებას
გული ხომ შეგტკივათ უკრაინაზე, ხომ გამოდიოდით და მოგვიწოდებდით მოხალისეები გაუშვით, ჩვენი ბიჭები იქ იღუპებიან, საქართველოს სისხლი…
მიხეილ ყაველაშვილი: საწყენია, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლეს მაქარაშვილების და ლომჯარიების ბულინგს
საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ბულინგის თემას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და ამჯერად…
ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
პირველი რვა თვის მონაცემებით წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზუსტად 10%. ჩვენ წინა 3 წლის განმავლობაში…
მამუკა მდინარაძე – ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ უნდა ავირჩიოთ მკვლელი და მწამებელი სააკაშვილის პარტია, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი კრიმინალი გვარამიას პარტია, თაღლითი ხაზარაძის პარტია ან სააკაშვილთან მოღალატე გახარიას პარტია, ყველა ერთად კი საერთო პატრონიანი აგენტურა
პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ხელისუფლების ოპონენტების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს…
ირაკლი კობახიძე -ქართველ ხალხს აქვს რწმენა,რომ„ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ, მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა – კოლექტიური “ნაცმოძრაობა“
ქართველ ხალხს აქვს რწმენა, რომ „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ, მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა – კოლექტიური “ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მესიჯი, თითქოს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, სიყალბეა. „საქართველოში ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85 %, „ქართულ ოცნებას“ 60 %. ეს ნიშნავს იმას, რომ უხეშად რომ გითხრათ, ასეთ ტყუილებს არავინ ჭამს, არავინ ყიდულობს საქართველოში. ის ფაქტი, რომ ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 85 % და „ქართულ ოცნებას“ 60 %, მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციის მესიჯი ევროპასთან და რუსეთთან დაკავშირებით, თითქოსდა ეს არჩევნები არის რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, არის სრული სიყალბე. 85 % და 60 % ერთად მიანიშნებს რაზე, რომ ქართველ ხალხს აქვს რწმენა, რომ „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც წაიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციისკენ. მეორე მხარეს არის სრულიად ანტიევროპული პოლიტიკური ძალა – კოლექტიური “ნაცმოძრაობა“. შეგახსენებთ, ვინ არიან ესენი – „ნაცმოძრაობა“ 9 წელი იყო ხელისუფლებაში, ამ 9 წლის განმავლობაში რაც გააკეთა იყო ის, რომ აწამებდა ადამიანებს, გადაავსო ციხეები. ჩვენ 2.5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ სიკვდილიანობა ციხეებში. ვიღაცებს უნდათ, რომ ანტიევროპული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ წარმოაჩინონ ევროპულ ძალად. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ბიზნესის ტერორი, ბიზნესის რეკეტი.…
ცესკოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს…
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაცმოძრაობას“, გახარიას, ხაზარაძეს – ამომრჩევლები ხმის მიცემით ხელს უწყობენ, რომ დანაშაულები კვლავ ჩაიდინონ, ასევე ეთანხმებიან ყველა იმ დანაშაულში, რაც მანამდე იქნა ჩადენილი. დამნაშავეზე ხმის მიცემა იგივე დანაშაულია
მე ვერ ვიტყოდი რომ მწვავე კრიტიკა მივიღეთ, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ამ ინიციატივას მხარს საქართველოში.…
მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება- ამას თავად აღიარებენ
პარლამენტის წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს ეხმიანება, თითქოს პირადობის მოწმობებით ხდება…
თამთა მეგრელიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც დიპლომატიის დადგენილ წესებს სცდება და მიზნად ისახავს ამომრჩევლის უმრავლესობის იძულებას -იმოქმედოს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ
„ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც დიპლომატიის დადგენილ წესებს სცდება და მიზნად ისახავს ამომრჩევლის უმრავლესობის იძულებას –…
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე – კიევის ბრალი არ არის, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს,ჩვენი ბრალია, ჩვენი!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, “პრობლემა არ არის…
ლევან ნიკოლეიშვილი-როდესაც ევროკავშირის ელჩი შანტაჟის ენით ელაპარაკება მასპინძელი ქვეყნის ამომრჩეველს ამაზე მეტი დარღვევა რაღა უნდა იყოს?!
„როდესაც ევროკავშირის ელჩი შეგნებულად არღვევს თავის ფუნქცია -მოვალეობებს, პირდაპირ მუქარისა და შანტაჟის ენით ელაპარაკება მასპინძელი ქვეყნის…
ირაკლი კობახიძე -არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი დაპროცესი წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში,არაფერი მიანიშნებს იმაზე,რომ რამე შეიძლება შეიცვალოს
არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება აბსოლუტურად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე შეიძლება შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის ელჩის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით,ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის დამსახურება. „არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება აბსოლუტურად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე შეიძლება შეიცვალოს. რაც შეეხება არჩევნების დღეს – არჩევნების დღეს გამოყენებული იქნება ელექტრონული აპარატურა, ხმების დათვლა, მანამდე ხმის მიცემა და ამომრჩეველთა რეგისტრაცია მოხდება ელექტრონული ფორმით. ანუ, არჩევნების დღესაც გამორიცხულია რაიმე მანიპულაცია. არათუ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი გამოირიცხება, ისეთი აპარატურით ჩატარდება ეს არჩევნები. ასეთ ვითარებაში მსგავსი განცხადებების გაკეთების არავითარი საფუძველი არ აქვთ. როცა ამ ყველაფრის პირობებში მაინც მიდის ამაზე საუბარი, ეს შემაშფოთებელია. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს დაახლოებით 60%-ს ამ არჩევნებზე და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წააგებს ამ არჩევნებს. შეიძლება ვიღაცას ეწყინოს,რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ვეღარ აწამებს ადამიანებს, ვეღარ დახოცავს ქუჩაში 150 ადამიანს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ვეღარ მიიტაცებს ტელევიზიებს, ვეღარ გაძარცვავს ბიზნესებს, ვეღარ დაიწყებს ომს და აღარ დაკარგავს დამატებით საქართველოს ტერიტორიებს. ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს საწყენი და გამაღიზიანებელი, მაგრამ ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის დამსახურება, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ამ ოპოზიციას ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ასეთ პირობებში ვიღაცას კიდევ რომ აქვს ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოგების იმედი, ის აშკარად არასწორი მიმართულებით აზროვნებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -ვიხილეთ ლიბერალურ-ფაშისტური თავდას ხმა ჯგუფ „მგზავრებზე“როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა
ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე“. როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი, საქართველოში უკვე კონკრეტულ ჯგუფს ეზღუდება კონცერტის გამართვის შესაძლებლობა. „ეს არის კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც შეგვახსენებს, თუ რამდენად მძიმე გამოხატულება აქვს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში და ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით. ორი თვის წინ მოვისმინე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ათ-წუთიანი ვიდეო მიმართვა, მას შემდეგ, რაც ის პირველად გამოვიდა საავადმყოფოდან, მასზე თავდასხმის შემდეგ და ის ყვებოდა თუ როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება სლოვაკეთში. ეს ათ წუთიანი მიმართვა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. ეს უჩვენებს, რომ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება ზუსტად იდენტურია საქართველოში და სლოვაკეთში. ეს იმას ნიშნავს თავის მხრივ, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე, იმ ძალების მიერ, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ლიბერალურ ფაშიზმს. ამ შემთხვევაში ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე“. სამწუხაროდ, ეს არ ამართლებს მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ გარკვეულწილად, შეიძლება ახსნა მოვუძებნოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს. ძალიან მძაფრი არის ხოლმე ლიბერალური ფაშიზმის თავდასხმები ამა თუ იმ პირის და ორგანიზაციის მიმართ. შესაბამისად, ამას აქვს ახსნა, მაგრამ გამართლება არ აქვს. თავის დროზე, როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი, საქართველოში უკვე ხედავთ, რომ კონკრეტულ ჯგუფს ეზღუდება კონცერტის გამართვა საქართველოშიც კი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სწორედ ლიბერალურ ფაშიზმს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე. როგორც კი არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან ლიბერალურ-ფაშისტური პოლიტიკური ძალები, მაშინვე დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში და არც ასეთ ჯგუფებს აღარ შეექმნებათ მოგვიანებით პრობლემა – განაცხადა პრემიერმა.