ირაკლი კობახიძე – მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით, რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე

მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით, , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, მთავრობის მეთაურის თქმით,, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე.   „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები გაიაფების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე. ამას დასჭირდება მუშაობა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ესეც მოგვცემს შედეგს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან – მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება

დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება.   „დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან. ამას კანონმდებლობაში შევა ცვლილებები, ამაზე იმსჯელებს პარლამენტიც და ყველანაირად იქნება დაზღვეული ისეთი პრობლემა, რომ შავ სიისთვის თავის არიდება ვერ მოახერხონ კომპანიებმა. მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას – დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან

2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.     მთავრობის მეთაურის თქმით,  დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.   „2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას. დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაბამისად, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ დღეს მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – თუ კონკრეტული პატიმრები  ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული და მონანიება პრინციპულად მნიშვნელოვანია

თუ კონკრეტული პატიმრები  ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, –  ამის…

პრემიერი – 17 მაისი იქნება განსაკუთრებული, წელს  აღვნიშნავთ  საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და  ეს წელი იქნება განსაკუთრებული  ქვეყნისთვის, ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას ყველა შესაბამის ცერემონიაში

17 მაისი იქნება განსაკუთრებული. წელს ჩვენ აღვნიშნავთ  1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, –  ამის…

ირაკლი კობახიძე – როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა, თუმცა, მათთვის ეს დამახასიათებელია, სინამდვილეში, ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა – ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია თუ ნებისმიერი სხვა ეს არის ერთი ძალა, მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ჰქვია უცხოური აგენტურა  , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გახარიას პარტიის და „ლელოს“ ოპოზიციურ ალიანსში შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით, როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა.   „ეს განცხადება უპრინციპობაზე მეტყველებს. როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა, თუმცა, მათთვის ეს დამახასიათებელია. უპრინციპობა უკლებლივ ყველა ამ პარტიისთვის არის დამახასიათებელი. სინამდვილეში, ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა. ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტიც არის აბსოლუტურად ხელოვნური. ეს არის ერთი ძალა. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ჰქვია უცხოური აგენტურა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე

26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, მათ იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე.   „26 მაისს რაც შეეხება და ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ნებისმიერი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული და ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი- ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს, სინამდვილეში, მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას,  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და შესაბამისად, მეტ სოციალურ უზრუნველყოფას

როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა,  ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ, – …

ირაკლი კობახიძე – მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, დატოვეს სულ ორი სახელმწიფო ტელევიზია და ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც –  მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში

მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია – საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც.   „მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, მოლდოვაში დატოვეს სულ ორი ტელევიზია – საზოგადოებრივი მაუწყებელი-1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი-2. სინამდვილეში, ორი სახელმწიფო ტელევიზია ფუნქციონირებს მოლდოვაში. ესეც მეტყველებს საერთო მდგომარეობაზე, თუმცა, მოლდოვას ამისათვის არავინ აკრიტიკებს. ასეთ ფონზე, როდესაც ორი სახელმწიფო ტელევიზია დატოვეს სინამდვილეში მოლდოვაში, ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც. მათ შეზღუდეს თავისუფალი მედია მოლდოვაში და ახლა თავს ესხმიან თავისუფალ მედიას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენათა ჯაჭვი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს, მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა

მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით,  რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა.   „ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. ეს არის სრულიად სამარცხვინო, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება.   აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, მათ აქვთ საეჭვო წარსული. რასაც ჩვენ ევროპარლამენტში ვხედავთ, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი  – სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს სექტორში ვითარებას, მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები

ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. …

ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიაზე: ორი აღიარება: ეკონომიკური ზრდა საქართველოში და არქიფო სეთურის მეთოდებით საზოგადოების მორჩილება, რისი აქტიური მცდელობები ვნახეთ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება,…

დავით ქართველიშვილი: ცხადია, სოხუმისა თუ ცხინვალის მასშტაბები და გეოპოლიტიკური წონა ტაივანთან შედარებადი არ არის, მაგრამ ზესახელმწიფო ჩინეთიც კი იძულებულია საკუთარი ტერიტორიული საკითხის მოგვარებისთვის მიმართოს სტრატეგიული მოთმინებისა და მოლოდინის პოლიტიკას

„მსოფლიო პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად მიდის მყისიერი გადაწყვეტილებებისკენ და უფრო მეტად, სწორედ სტრატეგიული მოთმინების, ეკონომიკური ჩართულობისა…

ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი “ოპოზიციის ალიანსზე”: კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა და პასუხების გაცემაა- როგორც ჩანს, სათქმელი აღარაფერი აქვთ

ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი “ოპოზიციური ალიანსის“ კარდაკარ კამპანიას ეხმიანება და ამბობს, რომ კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი…

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: წლებია საქართველოს სუვერენიტეტს ებრძვიან, სხვადასხვა პატრონი ჰყავდათ, მაგრამ მიზანი ყოველთვის ერთი იყო – სუსტი, არეული და ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. გვარამიას განცხადებები და კოლექტიური გახარიების გააქტიურებაც ამ საერთო სცენარის ნაწილია

ეს ადამიანები დიდი ხანია ერთ თამაშს თამაშობენ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა,…