იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის

2025 წლის 28 მაისს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო იტალიის მხრიდან – მინისტრის პირველი მოადგილე ედმონდო ჩირიელი. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად. მინისტრის მოადგილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. მინისტრის მოადგილემ ედმონდო ჩირიელიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. გიორგი ზურაბაშვილმა იტალიელ კოლეგასთან საქართველოში მიმდინარე ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დღის წესრიგს და გლობალურ გამოწვევებს. ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ევროკავშირის პოლიტიკისა და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ასევე იტალიის პარლამენტში საქართველოსა და იტალიის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივები

ირაკლი კობახიძე – უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები, საქართველო ერთგულია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მშენებლობის იდეისადმი და ამასთან ერთად იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას

მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი, მიმემართა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებისთვის ბუდაპეშტში, სადაც საქართველოს სახელით გამოვედი;…

თბილისის მეგობარ ქალაქებს შანხაიც შეუერთდა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთისსახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაის ეწვია.ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და შანხაის…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი, შესაბამისად,  ვიცით მშვიდობის ფასიც, სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად

ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად,  ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან…

პრემიერი  – ჩვენი ისტორია,  კულტურა,  იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული

ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა…

ირაკლი კობახიძე – იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს, რაც დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს  ურთიერთობების გაუმჯობესებაზე – წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში

წლებია, საქართველო ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ…

ირაკლი კობახიძე -გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს

საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ქართველებს ეამაყებათ ქრისტიანობა და ყველაფერი კეთდება მის დასაცავად, რადგან როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს. „დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში – ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ  დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს  უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. ჩვენ – ქართველები – განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის,  ბატონო ვიქტორ! თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა — ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას; ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში; საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და მაინც, დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით! გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად; რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს, – განაცხადა პრემიერმა.

სასწავლო წლის დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლებში ვიზიტს განაგრძობენ

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში თავდაცვის ძალების სკოლებში ვიზიტები დამოსწავლეებთან შეხვედრები დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სემესტრში აღმოსავლეთის,დასავლეთის, წვრთნებისა…

მაკა ბოჭორიშვილი-დღეს ევროპაში ნამდვილად არის გამოწვევები,რაც უკავშირდება სწორედ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე,კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების  კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ  ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  აღნიშნული პლატფორმა ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კონსერვატიული ფასეულობების გასაჟღერებლად. „საქართველო ტრადიციულად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხვედრით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს და ამ თვალსაზრისით სწორედ ეს ხაზი ევროპაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  პლატფორმა სწორედ იმ ფასეულობების გასაჟღერებლად და გასაძლიერებლად, რასაც ემსახურება სწორედ კონსერვატიული მიმართულებები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროპაში ნამდვილად არის ის გამოწვევები, უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოც აქტიურად იყენებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ITB-China 2025-ზე შესაძლებლობა გვაქვს წარმოვაჩინოთ საქართველოს უნიკალურობა და ტურისტული პროდუქტები“-სასტუმრო ბილტომორი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში,ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდესახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა…

ლევან ჟორჟოლიანია – კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვიცავთ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე  ვისაუბრებთ, როგორ ვიცავთ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო, მთავრობა, იმ ღირებულებებს, რომელიც…

ირაკლი შატაკიშვილი: წლების წინანდელი ჩანაფიქრი, რომლის მიზანიც, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო, დღეს რეალობაა – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ქალაქ ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ავსტრიის ქალაქ ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, ოფიციალურად გაფორმდა, – ამის…

ზაზა შათირიშვილი: ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლოდ უთხრა უარი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნაზე, რასაც წინ უსწრებდა „დიპ სტეიტის“ მიერ სხვა აგენტების მფარველობა – ინტერპოლს უარი ათქმევინეს სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებაზე, კეზერაშვილს და ადეიშვილს კი გამოცხადებული ძებნა გაუუქმეს

ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ასე მოხდა გიორგი…

დავით ქართველიშვილი: როდესაც შენს გვერდით და შენს უკან სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორიაა, ვიღაც გავლენიანი მედროვეების ციტატები თუ ჟესტები რომ გვაკერია პირზე ჩვენი „გადარჩენისა” თუ „დაღუპვის” ნიშნად, უკიდურესად სირცხვილია

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი უცხოეთიდან გამოგზავნილი მოლოცვების გამო ქართულ…

მამუკა მდინარაძე „ფარას“ აღსრულებაზე: გაცილებით მკაცრია პასუხისმგებლობა, ვიდრე წინა შემთხვევაში – ყველა პუნქტი, ყველა სიტყვა, გადმოწერილია ამერიკული კანონიდან, შესაბამისად აღსრულებაც ზუსტად მოხდება ამერიკულად და არა რუსულად, როგორც ტვინში ჩაუჭედეს ვიღაცეებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ „ფარას“ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.…