მამუკა მდინარაძე-ჩვენ ყველანი ერთად, დავიცავთ მშვიდობას, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, კეთილდღეობას და ამ უთანასწორო…
კატეგორია: არჩევნები -2024
მამუკა მდინარაძე-ერთ მხარეს არიან ძალები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გლობალური ინტერესებისათვის შესაწირ პაიკად ჭირდება და მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ქართული ოცნება და ქართველი ხალხი
„მივესალმები ქვემო ქართლის თითოეულ მკვიდრს, რუსთავს, გარდაბანს, ბოლნისს, მარნეულს, თეთრიწყაროს, წალკას, მივესალმები ამ ისტორიულ რეგიონში მცხოვრებ…
ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრისპარლამენტის თავმჯდომარის,შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში
მოგესალმებით ქვემო ქართლის ამაყო ხალხო, აქ, ქვემო ქართლის ისტორიულ მიწაზე, სადაც საქართველოს ისტორიული ბრძოლების უმრავლესობა გაიმართა. ბრძოლები, რომლებმაც ეროვნების მიუხედავად ყველა ერთ ამაყ და ღირსეულ ქართველ ხალხად შეგვადუღაბა. აქ არის დიდგორი, აქ არის მარტყოფი, აქაა კრწანისი და ტაბახმელა. ამ მიწის შვილები არიან მარაბდის გმირი ხერხეულიძეები და ერეკლე მეფის ბორჩალოელი მცველები. ამიტომ განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე, ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა გავიაროთ. და როგორც უწინ, ახლაც ეს იქნება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა ჩვენი იდენტობისთვის, ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს, საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავი დასაცავი. ოღონდ, ფიზიკურ მტრებთან წინააღმდეგობის გარდა, დღეს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვისაც გვიწევს ბრძოლა. მტკიცე ეროვნულმა და პიროვნულმა იდენტობამ დღევანდელობამდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ყოფა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახები. ეს იდენტობა არის ჩვენი ფესვები, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავლის საძირკველი. დღეს უნდათ, რომ სწორედ ეს იდენტობა გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ. რომ მერე თავად გვითხრან ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს, ვის დროშაზე უნდა დავიფიცოთ. საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი ჩვენი იდენტობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ჩვენი თვითმყოფადობის გადასარჩენად. 26 ოქტომბერს ასევე გადაწყდება, შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას, თუ ძალაუფლებას კვლავ ის ხალხი ჩაიგდებს ხელში, ვინც აფხაზებთან და ოსებთან ხელახლა გადებული ნდობის ხიდები ერთხელ უკვე გადაწვა. უკანასკნელი პერიოდის ისტერია ნათლად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი გაერთიანება ოპოზიციის არჩევანი არაა. უკვე კარგად ჩანს, რომ მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ამ გზაზე, ისინი მზად არიან უკან მოიტოვონ სოხუმიც და ცხინვალიც და ხაზი გადაუსვან ჩვენი წინაპრების სისხლით შეკრულ საქართველოს საზღვრებს. ჩვენი ევროპული გზა კი არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს. ეს გზა რთულიც არის და იოლიც. რთულია, თუ მხოლოდ იმ ტკივილზე ვიფიქრებთ, რაც ერთმანეთს მივაყენეთ სიტყვით თუ საქმით, განზრახ თუ გულგრილობით. რთულია, თუ ამ ტკივილს უბრალოდ გავიყუჩებთ, ჩვენსას არ გავუზიარებთ და სხვისას არ გავიზიარებთ, დასასჯელს არ დავსჯით და შესანდობს არ შევუნდობთ. მაგრამ ეს გზა იოლია, თუ იმ სიყვარულზე ვიფიქრებთ, რაც ჩვენს შორის იყო და არის. ჩვენს საერთო ოჯახებზე, ჩვენს საერთო სალოცავებზე, ჩვენს საამაყო საერთო წარსულზე და მის ხელახლა გამეორებაზე. სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედ ეს გათქვეს მათ ბოლო დღეებში მათი გაშიშვლებული ნაციონალისტური რიტორიკით და შერიგების წინააღმდეგ საბაბების ძებნით. თავადვე დაადასტურეს, რომ ნულია შანსი, რომ მათ ქვეყნის გამთლიანებისთვის საჭირო კონსტიტუციურ პროცესში რაიმე კონსტრუქციული როლი ითამაშონ. ამიტომ არის „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ერთადერთი გზა ქვეყნის გაერთიანებისთვის. 26 ოქტომბერს კიდევ ერთი დიდი ბრძოლა უნდა მოიგოს საქართველომ. ეს ბრძოლა ისტორიას დარჩება, როგორც კიდევ ერთი ქარტეხილიანი უღელტეხილი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, რომ გაერთიანდეს, გაძლიერდეს და დაიბრუნოს ის სახელი და დიდება, რომელსაც ჩვენი საერთო დიდი წინაპრების თავგანწირვა და საგმირო საქმეები გვავალდებულებს. ამიტომ,…
ირაკლი ღარიბაშვილი: ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული
რა თქმა უნდა, უამრავი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს, თუ რატომ არის “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ინტერესების და ჩვენი…
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის პირველი ოქტომბერი გახდა წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის – ქართველი ხალხის თანადგომით ისეთი სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ადამიანები და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა
12 წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და თავისუფლებამ, სრულად გათავისუფლდა ბიზნესი და…
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში
მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მივესალმები ქვემო ქართლს!მივესალმები ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებსა და თანამებრძოლებს. 12 წელიწადი გავიდა მას შემდეგ,…
„განვიხილეთ ქალთა წინაშე არსებული საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე“- ზაურ დარგალი
„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს შეხვდა. “ქართული ოცნება- დემოკრატიული…
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ახალციხის მოსახლეობასთან გრძელდება
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის სოფლების: ხაკის, საძელის,…
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, კონიაკის დასახლებაში, ილორის N10-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა დელეგატმა…
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას დმანისში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: ირგანჩაისა…
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: სოფელ გუდამაყრის, ფასანაურისა და ხანდოს…
ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ნიკოლოზ ყიფშიძის N2-4 კორპუსების მობინადრეებს შეხვდა დელეგატმა შეხვედრაზე…
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს
ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრას იმ…
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, მოქალაქეებს ზესტაფონის ქუჩაზე შეხვდა
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც…
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: სორისა და ღარის მოსახლეობას…