ირაკლი კობახიძე – აგენტურა ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს ქვეყნის გარედან და სწორედ, ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული

აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არშესვლა და ახლა უკვე გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან…

პრემიერი – ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, რეზოლუციის ტექსტში  უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობაა, დოკუმენტი აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით

ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს…

„ონკოლაინ ჯორჯია”: ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის – მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე, ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ

კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და გმობს ცნობილი იუთუბერების ვიდეოს, რომელშიც სიცოცხლისთვის…

პრემიერი – ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება  მორიგი ნიშანია იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება

მოხარული ვარ, რომ დღეს ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო…

პრემიერი – მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება, ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ, სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს, ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობა ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია

ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო…

პაატა სალია: „პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. რაც შეეხება ექიმის შესვლას, როგორც კი მიწოდებული იქნება დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. მინისტრმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. ამის მიზეზია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დღემდე არ მიაწოდეს ექიმის პირადობის მოწმობის და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მინისტრის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და ახლაც გამოხატავს მზადყოფნას, როგორც კი, მიწოდებული იქნება ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას. „პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საზოგადოება, ამაზე ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმაც. თუმცა, ყოველ ჯერზე არის მცდელობა სპეკულაციებისა; ყოველ ჯერზე გვიწევს, რომ პასუხი გავცეთ და არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ დასაბუთებულად, რომ ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. იცით, რატომ ვერ ახერხებს ექიმი შესვლას?  იმიტომ, რომ ვერ მიაწოდეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ეს არის ყველაფერი და მერე მეტყვით, რომ ეს არ არის სპეკულაცია? ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და ახლაც გამოხატავს მზადყოფნას, როგორც კი მიწოდებული იქნება ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან მოყვანილი ექიმის ან რომელიმე მსჯავრდებულის ან ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, იყო აუცილებლობა მისი კერძო კლინიკაში გადაყვანისა და ეს არ მომხდარა. ანალოგიურად, ხოშტარიასაც გაეწია ყველა ეს მომსახურება. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მან ინფორმაცია მოგვაწოდა; უბრალოდ, ვერ მოხდა მათი მხრიდან დოკუმენტების მოწოდება. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ დაავადებებზე, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ, საბედნიეროდ, ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, როგორც ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოიტანონ შესაბამისი დოკუმენტაცია, შებრძანდეს ექიმი და შემდგომ უკვე გვეცოდინება,  რა მდგომარეობაა იმ კონკრეტული მიმართულებით, იმ კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით, რის გამოც მოითხოვა ელენე ხოშტარიამ ამ კონკრეტული ექიმის ვიზიტი ციხეში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ჯაბა ხუბუა: ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ფაშისტური ხუმრობის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი არამხოლოდ გიორგი კალატოზსა და მისი გადაცემის მონაწილეებს, არამედ იმ კომპანიებსაც, რომლებიც მათ ასპონსორებენ

„ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე უნიჭო და ფაშისტური ხუმრობის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი არამხოლოდ გიორგი კალატოზსა…

უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა

ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა…

„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?

ასოციაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, სოფიკო ფირანიშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ე.წ სკეტჩს ეხმიანება, რომელშიც ლეიკემიით დაავადებულ…

ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა  სერჟანტებს პროფესიული…

ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადება- ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია- Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს და მათ კოლეგებს ვთხოვთ ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს

ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ…

პაატა სალიამ გაერო-ს ფორუმის მონაწილეებს მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო

საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მოდელსა და სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში მიმდინარე გაერო-ს ფორუმზე. საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი მრგვალი მაგიდის ფორმატში გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა დელეგატების კითხვებს უპასუხა და ყურადღება გაამახვილა ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ქვეყანაში საჯარო სერვისებზე უნივერსალურ წვდომას უზრუნველყოფს. კერძოდ, აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; მომსახურების მიღებისას უზრუნველყოფილია ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ონლაინ ერთიან ელექტრონულ პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა; სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია კი, განმტკიცებულია საქართველოს 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის დოკუმენტით. „ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ჩვენი სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, რათა სახელმწიფო სერვისები დარჩეს ხელმისაწვდომი, ოპერატიული და მოქალაქეზე ორიენტირებული“, – აღნიშნა პაატა სალიამ. 23-25 ივნისს თბილისი საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ. მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.

N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

თბილისის N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“.  ტრენინგი…

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად, ბიბლიოთეკების რემოდელირება/პროექტირების პროგრამის ფარგლებში, ბათუმის N2 და N8 საჯარო სკოლებს ეწვია

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად, ბიბლიოთეკების რემოდელირება-პროექტირების პროგრამის ფარგლებში,…