აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის…
კატეგორია: გაიცანით
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
მიმდინარე წლის 10 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის მიწვევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ფაჩულია, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისთავს ეძღვნებოდა. ცერემონიის მონაწილეებმა, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ალექსანდრე მაისურაძე, გენერალური კონსული თამთა კინწურაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ინფორმაციისთვის, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი იყო ყველაზე სასტიკი ბანაკი გერმანულენოვან სივრცეში, რომელმაც 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის კვლევის შედეგად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში, ამ დროისთვის, 225 ქართველის სახელი და გვარია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, მათი რიცხვი ბევრად მეტია, რადგან არქივის ნაწილი, ჯერ კიდევ, ბანაკის გათავისუფლებამდე გაანადგურეს ნაციონალ-სოციალისტებმა. აქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიდან, თითქმის ყველა სამხედრო ჩინის მქონე იყო და ისინი, სამაგალითოდ დასჯის მიზნით მოჰყავდათ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათ უწევდათ გრანიტის სამტეხლოში მუშაობა. აღნიშნული ბანაკიდან ყველაზე დიდი გაქცევის მონაწილეებიც ქართველები იყვნენ, მათგან რვა ქართველმა ჯარისკაცმა მოახერხა ბანაკიდან გაქცევა, მაგრამ გადარჩენილებში არცერთი მათგანი არ ფიგურირებს. მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ყოველ წელს იმართება და მასში, ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 10 000-მდე პირი იღებს მონაწილეობას; წელს ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ბეატე მაინლ-რეისინგერი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
ბათუმმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა
ჩემპიონატი 9-10 მაისს გაიმართა და მასში 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის საზეიმო…
იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრისას ისაუბრა უწყების მნიშვნელოვან როლზე კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებების დაცვასა და ეფექტური და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაში. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას უზრუნველყოფს, მუშაობს ფუნდამენტური პრინციპების დაცვით, როგორებიცაა კანონიერება, პროპორციულობა, მხარეთა ინტერესების ბალანსი, გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობის გაძლიერება. მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. შეხვედრას, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილი და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა საქართველოს…
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება. შეზღუდვა 4 მაისის…
„ნიკორა სუპერმარკეტი”: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე – უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე
„ნიკორა სუპერმარკეტი”, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების – „გუდვილის” და „დეილი ჯგუფის”…
📈📊 ა(ა) იპ “თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის დირექტორმა მორიგი თათბირი ჩაატარა,საბავშვო ბაღების მენეჯერებთან.
თათბირზე განიხლულიქნა მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე ცენტრმა საბავშვო ბაღებს გადასცა კურიკულუმის მეთოდური სახელმძღვანელოები 2-დან 6 წლამდე ასაკობრივი…
“გუდვილი”: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი
საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნასთან, აგრეთვე რითეილ ასოციაციის…
დეილი ჯგუფის განცხადებით, რომელიც მაღაზიათა ქსელებს: დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს აერთიანებს, შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
„დეილი ჯგუფი” ეხმიანება „რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ასოციაცია, საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციის…
ირაკლი ლექვინაძე – საქართველოს სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, არსებობს გაფართოების პოტენციალი, შემოდიან ახალი კომპანიები, ხშირად იცვლება ლიდერების წილები, რაც აქტიურ კონკურენციაზე მიუთითებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა,…
მარიამ გრიგოლიშვილი: კონფერენციების დასასრულს შევძლებთ, რომ სამუშაო რეჟიმში გადატანილი გამოწვევები და იდეები ჩვენს სამომავლო საქმიანობაში განვახორციელოთ
„ნაყოფიერი აღმოჩნდა განვლილი 4 კონფერენცია, რადგანაც ამ კონფერენციებზე გაჟღერებული იდეები უკვე გადავიდა სამუშაო რეჟიმში“-განაცხადა „ქართული ოცნების“…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდული ფესტივალის – „სტუდფესტი 2026-ის” გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და…
კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე: მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი – ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი…
ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოზე: ფსიქიურად ის არაა გაწონასწორებული
ოპოზიციის აქტივისტი დოროთე ყურაშვილი, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა, გადაცემაში „პოლიტიკის…