მარტივ კითხვას გისვამთ, მითხარით ერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება კანონი არ მოგწონდეთ. 10 წუთია, გთხოვთ ერთი არგუმენტის თქმას და თქვენი არგუმენტი არის – „აბა წაიკითხეთ 14 სენატორის წერილი“ და აბა ნახეთ, რას ამბობს ქუჩაში ვიღაცო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად მუშაობს ხელისუფლება და იმიტომ ქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით. „რაც შეეხება იმას, აყენებს თუ არა ეს კანონი ერთ სიბრტყეზე მტერს და მოყვარეს. ეს არის იმხელა სამარცხვინო, მარტივი სპეკულაცია, რომ ასეთი მეორე ვერ წარმომიდგენია, გეტყვით რატომ – მაგალითად, არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, ამ კანონის მიხედვით, პარტიის დაფინანსება არის აკრძალული ნებისმიერი ქვეყნიდან, იქნება ეს რუსეთი, ამერიკა, ევროპა, აფრიკა თუ ავსტრალია, ანუ ნებისმიერი ქვეყნიდან და კონტინენტიდან არის აკრძალული პარტიის დაფინანსება. ზუსტად იგივე სპეკულაციური მიმართულებით, თქვენ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ პარტიების კანონი, მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთ სიბრტყეზე აყენებდა მტერს და მოყვარეს. ეს ხომ უმარტივესი, სამარცხვინო სპეკულაციაა. არის პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ერთ სიბრტყეზე აყენებს ყველა ქვეყანას, შესაბამისად ეს, რაზეც მიდიოდა საუბარი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ თითქოს ეს ნიშნავს ევროკავშირის ან ამერიკის მტრად გამოცხადებას, არის ცარიელი სიყალბე, იმიტომ რომ უკვე მოქმედებს საქართველოში, წლებია, პარტიების შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად ამერიკას, ევროპას, ეკრძალება საქართველოში პარტიების დაფინანსება. არათუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, საერთოდ ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა არის მტრად გამოცხადებული, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით?! რომელიც თუ არ ვცდები 1997 წელს არის მიღებული და იქიდან მოქმედებს, არავის შეუცვლია. რაც შეეხება საფრთხეებს, საიდანაც მეტი საფრთხე მოდის, იქ კიდევ უფრო მეტად ვმუშაობთ და ამის შედეგი არის ის, რომ თუ მაგალითად საუბარი გაქვთ ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20%, თუ პრორუსული პარტიები და საარჩევნო სუბიექტები 2013-2014 წლებში ამ ქვეყანაში იღებდნენ ხმების 20%-ზე მეტს, ახლა იღებენ 2-3 %-ს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებებით არ უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე. როცა გიფინანსებენ ღიად, უხეშად, ამ ქვეყანაში მაპოლარიზებელ ორგანიზაციებს, იქ რატომ არ უნდა დავიცვათ სახელმწიფო სუვერენიტეტი, იქ არ არის დასაცავი? ამიტომ არის, რომ ნებისმიერი კანონი, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ერთ სიბრტყეზე უნდა აყენებდეს. იმიტომ ქვია ამ ქვეყანას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მან საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას ყველა მიმართულებით,“- განაცხადა პრემიერმა.
კატეგორია: მთავარი ამბები
ირაკლი კობახიძე – თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა
თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ…
პრემიერი – რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი„ენჯეოების“ და მათი მედია საშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა, ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ახლაც
მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა…
ირაკლი კობახიძე ყველაცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ
ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ,…
ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება
საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული,- ამის შესახებ…
პრემიერი – ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში, გარდა ამისა, პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ
მინდა გამოვეხმაურო როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას, ისე გუშინ განვითარებულ მოვლენებს,- ამის…
ირაკლი კობახიძე -უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ
ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. „მთლიანობაში, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში 2021-23 წლებში გაორმაგდა. თუმცა, რომ არა რევოლუციური მცდელობები საქართველოს ეკონომიკა დამატებით 5 მილიარდი დოლარით მაინც გაიზრდებოდა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდი დოლარით მეტი მაინც შევიდოდა, რაც არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას მოგვცემდა. შესაბამისად, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა საქართველოს სახელმწიფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის, არამედ მისი ეკონომიკის განვითარებისა და ბიუჯეტის გაზრდისთვისაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. ესაა – ნარკოტიკების პროპაგანდა, ლგბტ-პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე პერმანენტული შეტევა, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა და ა.შ. უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ. ამის არდაშვება არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების, პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი აბდალაძე: არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას, რევანშს და სისხლის კალოების მოწყობას გეგმავენ
არა ნაცებს! არა მწამებლებს! არა „ორი გვამის“ მომთხოვნ ადამიანებს, რომლებიც დღეს ისევ ქვეყნის არევას, ხელისუფლების დამხობას,…
დავით კაჭარავა: მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და წინ გადავდგათ ნაბიჯები
„ადამიანები, რომლებიც აქციაზე სკანდირებენ, რომ საქართველოს გზა არის ევროპისკენ, საინტერესოა თუ იციან რამხელა პატივს სცემენ ევროპაში…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოწყვლადი კატეგორიის 155 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან ბუბა…
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ქვეყანა დავიცავით იმისგან, რომ პირდაპირი გზით არ ჩართეს ომში, მაგრამ ამას ახლა შემოვლითი გზით ცდილობენ – არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გაეხვიოს და ამით უკრაინას დაემსგავსოს
„სამართალდამცველთა წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებული ერთგვარი კამპანია არის ნეოფაშისტური დამოკიდებულება.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“…
გურამ მაჭარაშვილი: ამბობენ, რომ საზოგადოების უმრავლესობა საქართველოში მათ უჭერს მხარს – მოიგონ არჩევნები და არა მხოლოდ ეს კანონი, სხვა კანონებიც შეცვალონ, მაგრამ იციან, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს
“ეს კონკრეტული ინციდენტი იყო, როდესაც ჩვენ ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ – დღეს საქართველოს სუვერენიტეტს იმით…
გივი მიქანაძე – პოლიციას როცა ძალადობით უვარდები, შეიძლება, გარკვეული დაზიანებები მიიღოგივი მიქანაძე – პოლიციას როცა ძალადობით უვარდები, შეიძლება, გარკვეული დაზიანებები მიიღო
პოლიციას როცა ძალადობით უვარდები, შეიძლება გარკვეული დაზიანებები მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ…
არჩილ თალაკვაძე: მიმდინარე პროცესის დაძაბვა, სიტუაციის გაუარესება და დესტაბილიზაცია – ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი, მომდევნო დღეებში ეცდებიან გადაიყვანონ ეს ყველაფერი ძალადობრივ ესკალაციაში
მიმდინარე პროცესის დაძაბვა, სიტუაციის გაუარესება და დესტაბილიზაცია – ეს არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი. მომდევნო…
ვატო შაქარიშვილი „PSP”-ს განცხადებაზე- პენსიონერებს, სიმსივნის და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებს ყვლიფავს და აგრესიული მომიტინგეების წახალისებას ახდენს-რევოლუცია გინდა კახა ოქრიაშვილო?!
საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ფარმაცევტული კომპანიის „PSP” განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის…